მას შემდეგ, რაც საკუთარი დაავადების შესახებ ხმამაღლა განაცხადა, ჩარლი შინთან ურთიერთობას არამარტო მეგობარი ქალები, არამედ ცნობილი კომპანიებიც გაურბიან. დასავლური ტაბლოიდების განცხადებით, ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Fiat მსახიობთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გაირკვა, ის თავის რეპუტაციაზე ზრუნავს.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მათ ჩარლის 124 Spider-ის რეკლამაში მონაწილეობა შესთავაზეს, გადაღებებიც გაიმართა, თუმცა ამჟამად კომპანია უარს ამბობს რგოლის გამოშვებაზე. წყაროს თქმით, შინის გამოჩენა შესაძლოა არამარტო უარყოფითად აისახოს მარკის იმიჯზე, არამედ ახალი ავტომობილების გაყიდვებზეც. აღსანიშნავია, რომ ავტოკონცერნი შინთან უკვე სამი წელია თანამშრომლობს. მსახიობი მათ რეკლამაში Fiat 500 Abarth მონაწილეობს.