LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Ford ”ამინდის ფაბრიკას” ააწყობს (ვიდეო)

67

კომპანია Ford გერმანიის ქალაქ კიოლნში ინოვაციურ საცდელ ცენტრს ააწყობს, რომელსაც ”ამინდის ფაბრიკას” დაარქმევს. ფაბრიკაში ავტომობილების ტესტირება ყველაზე ექსტრემალური ამინდის პირობებში მოხდება.

კლიმატურ სისტემებს შეეძლებათ ტემპერატურის შექმნა მინუს 40-დან პლუს 55 გრადუს ცელსიუსამდე, რომელიც არქტიკული ყინვისა და ეკვატორული სიცხის იმიტირებას მოახდენს.

გარდა ამისა, სპეციალურ მოწყობილობებს ძლიერი თოვლის მოდელირებაც შეეძლებათ, რისი წყალობითაც მინების გათბობის სისტემისა და მინის მწმენდების მუშაობის შემოწმება იქნება შესაძლებელი.

”ამინდის ფაბრიკაში” სამ აეროდინამიურ გვირაბსაც დაამონტაჟებენ, სადაც შტორმისა და ქარის პირობები 250 კილომეტრ/საათამდე წარმოიქმნება.

”ამინდის ფაბრიკა“ 2017 წლის აპრილში გაიხსნება. Ford-ში მიიჩნევენ, რომ ახალი გამოსაცდელი ცენტრი მნიშვნელოვნად შეამცირებს მსოფლიოს სხვადასხვა კლიმატური პირობების ქმონე ქვეყნებში ავტომობილების ტესტირებაზე გაგზავნის აუცილებლობას. ამასთან, ამერიკელები ხაზს უსვამენ, რომ ავტომობილების გამოცდას რეალურ ექსტრემალურ პირობებში მაინც გააგრძელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

კომპანია Ford ”ამინდის ფაბრიკას” ააწყობს (ვიდეო)

67
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები