LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „iGuzzini“-მ თბილისში LED სანათების პილოტ-პროექტი განახორციელა

52

კომპანიამ  „iGuzzini“ თბილისში LED სანათების პილოტ-პროექტი განახორციელა.

როგორც “ფორტუნას” თბილსის მერიიდან აცნობეს, “სინათლის ქალაქისა“ და „iGuzzini“-ის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით, ჭავჭავაძის გამზირზე,  ლადო კავსაძის ქუჩიდან 55-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე, 20 ენერგოდამზოგავი სანათი დამონტაჟდა. ადგილზე „სინათლის ქალაქის“  3 ერთეული ტექნიკა და 15-მდე მუშახელი მუშაობდა.

დედაქალაქის მასშტაბით, ეს უკვე მე-11 პილოტ-პროექტია, რომელიც „სინათლის ქალაქის“ დახმარებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, თბილისი ეტაპობრივად ენერგოდამზოგავ განათებაზე გადადის, რაც დედაქალაქს ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას მოუტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები