LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია IMAX სახლის კინოთეატრებს გაყიდის

51

კომპანია IMAX-მა შექმნა ახალი მოწყობილობა Private Theatre, რომელიც სახლის კინოთეატრების ანალოგია, თუმცა ეს არაა ჩვეულებრივი სახლის კინოთეატრი.

აქამდე არსებული მსგავსი აღჭურვილობების ფუნქცია, როგორც წესი, სახლში კინოთეატრის გარემოს შექმნაა, თუმცა IMAX-ის ეს მოდელი არაა უბრალოდ კინოთეატრი, რომელსაც აქამდეც შეხვედრიხართ. ესაა აბსოლუტურად ახალი რამ, რაც პოტენციურ მფლობელს საშუალებას აძლევს, ფილმი ნახოს სახლში, პირად სივრცეში, საყვარელ ადამიანთან ერთად, პრემიერის დღეს, ზუსტად იმ დროს, როცა ახალი ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მიმდინარეობს.

IMAX-ის ახალი სახლის კინოთეატრის ღირებულება შეადგენს 400 000 დოლარს. ამ ფასად, მყიდველი ღებულობს ორმაგ პროექტორს, რომელიც თავსებადია როგორც 2D-სთან ასევე 3D-ის 4K გარჩევადობასთან. აუდიოსისტემა ტრადიციული ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. პულტი სენსორული ეკრანით იქნება აღჭურვილი და სავარძელი განკუთვნილი იქნება 7-დან 18 მაყურებლისთვის.

აღსანიშნავია, რომ პაკეტში არ შედის ფორმატი IMAX. მისი დამატებითი ღირებულებაა 10000 დოლარი. გარდა ამისა, IMAX-ის თითო ფილმის ღირებულების გადახდა, კინოთეატრის მფლობელს საცალოდ მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები