LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია, რომელიც ჩუმათელეთი–ხევის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დააპროექტებს ცნობილია

44

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, ჩუმათელეთი–ხევის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა.

E60 ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოებს, ერთობლივი საწარმო “აეკომი” და “თემელსუ” შეასრულებს. პროექტირება წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წელს დასრულდება.

გამარჯვებულ კომპანიასთან, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით,  საკონტრაქტო მოლაპარაკებები  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარტსრუქტურის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, დეპარატმენტის წარმომადგენლებთან ერთად გამართა.

ჩუმათელეთი–ხევის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, ჩუმათელეთი-არგვეთას (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) გზის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი საგზაო მონაკვეთია.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები