LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპოზიტორმა ტონი კროოსს კონცერტი მიუძღვნა (ვიდეო)

43

ბელარუსმა კომპოზიტორმა კონცერტი ”რეალის” ნახევარმცველზე, ტონი კროოსზე დაწერა.

Concerto-Krooso ხუთი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან თითოეული გერმანიის ნაკრების მოთამაშის ბიოგრაფიას უკავშირდება.

პირველი ნაწილის სახელწოდებაა ”გრაიფსვალდი”, ის ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქს ეძღვნება.

შემდეგ მოდის ”Stern des Südens” ანუ ”სამხრეთის ვარსკვლავი” და ”Hala, Madrid”, რომელიც ორი დიდი კლუბის – ”ბაიერნისა” და ”რეალის” სიმბოლოა.

”Mundial”-ის პარტიაში მოთხრობილია გერმანიის ნაკრების მსვლელობაზე მსოფლიოს თასისკენ.

ერთი ნაწილი კი დაწერილია იავნანას ჟანრში, მას ”ლეონი” ჰქვია, რადგან ტონი კროოსის პატარა ბიჭუნას სახელია.

 

”დიდი ხანია თავგამოდებული გულშემატკივარი ვარ. მსოფლიო ჩემპიონატზე რა თქმა უნდა გერმანიას ვქომაგობდი, გერმანელების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ტონი კროოსმა ითამაშა. ამან კი ჩემი შემოქმედებაზე იმოქმედა” – წერს კომპოზიტორის, იური ბლინის სიტყვებს Tut.by.

”ჩემთვის ეს რაღაც განსაკუთრებულია. ბელარუსმა მუსიკოსმა ჩემ საპატივსაცემოდ მუსიკა შექმნა. კონცერტი ხუთ ქვეთავს მოიცავს და ფორტეპიანოსთვის, სიმებიანი ორკესტრისთვის, საყვირისთვის და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის არის დაწერილი. მადლობელი ვარ, რომ საკუთარი საორკესტრო კლასიკური კონცერტი მაქვს”, – დაწერა კროოსმა ფეისბუქზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები