LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფლიქტი ურთიერთობებში: რა სარგებელი მოაქვს და რატომ არის მისი არარსებობა საშიში

110
EB-Cofounder-Conflict-Hero

უამრავი წიგნი თუ ფსიქოლოგთა სტატიები მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა ავარიდოთ თავი კონფლიქტებს მეგობრულ, რომანტიკულ თუ ოჯახურ ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ახლობელ ადამიანებთან პრობლემები მინიმუმამდე შევამციროთ. თუმცა, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, კონფლიქტები საჭიროა და მათი არარსებობა შესაძლოა საშიშიც კი იყოს.

ბევრი კონფლიქტი ნეგატიური ემოციებითაა გამოხატული. ყვირილი, ტირილი, კარების გაჯახუნება, კონფლიქტის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე დღე ერთმანეთს ხმაც არ გავცეთ. სწორედ ამის გამო გაურბიან ადამიანები კონფლიქტებს და ცდილობენ იდეალური ურთიერთობა შეინარჩუნონ.

არადა პრობლემების არარსებობა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით აიხსნას.

პირველი – ურთიერთობა სტაგნაციას განიცდის. პარტნიორებს თავისი ცხოვრება აქვთ და მათი კომუნიკაცია დღეში რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება. არის კი ეს ურთიერთობა? არა!

მეორე – წყვილში ერთ-ერთი თავის უკმაყოფილებას მალავს და ურთიერთობის გარკვევას გაურბის. ეს ლატენტური კონფლიქტია, რომელიც მაშინ მთავრდება, როდესაც მოთმინების ფიალა ივსება.

რისთვისაა საჭირო კონფლიქტი? ურთიერთობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. როდესაც საყვარელ ადამიანს თქვენი უარყოფითი ემოციების მიზეზს უხსნით, ამ დროს თქვენს შორის ნდობა იზრდება. კონსტრუქციული დიალოგის დროს ყველაფრის მოგვარება შეიძლება.

ნებისმიერ კონფლიქტს აქვს როგორც ნეგატიური (ბრაზი, იმედგაცრუება…), ასევე პოზიტიური (განვითარება, შთაგონება, ცვლილებები) მხარე. კონფლიქტის არ უნდა გეშინოდეთ და საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობები ღიად უნდა გაანდოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები