LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე მელაძე სამაგალითო მამა გახდა

23

პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე გამოტყდა, რომ მუდმივად სამუშაოზე და კარიერაზე ფიქრით, დიდი დრო მოაკლო საკუთარ შვილებს.

”ხშირად ძალიან გვიან ვხვდები იმას, რაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე სიმართლე რომ ვთქვა, მივიჩნევ, რომ ვერ შევძელი ბოლომდე შემეგრძნო ცხოვრება, მიმეხედა შვილებისთვის და მიმეღო მაქსიმალური სიამოვნება მათთან ერთად.” – განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, მას თვალები გაეხილა და სამყარო სხვანაირად დაინახა და მიიჩნევს, რომ სამაგალითო მამად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ პირველ მეუღლესთან განშორებისა და მეორე ქორწინების შემდეგ, მელაძე მაქსიმალურად ცდილობს შვილებთან კონტაქტის შენარჩუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები