LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენში საფეხმავლო ხიდი Inderhavnsbro გაიხსნება

23

ორწლიანი მშენებლობის შემდეგ მიმდინარე კვირას დანიის დედაქალაქში საფეხმავლო ხიდზე Inderhavnsbro მუშაობა დასრულდა. 180 მეტრიანი ხიდი ერთმანეთთან ქალაქის ორ რაიონს აკავშირებს და მასზე გადაადგილება ასევე ველოსიპედითაც არის შესაძლებელი.

პროექტი 2013 წლის თებერვალში მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა, ფინანსური პრობლემებისა და ინჟინერების შეცდომის გამო მისი დასრულება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ოფიციალურად ხიდი ჯერ არ გახსნილა. ჯერ უნდა მოხდეს მისი გატესტვა, გაუძლებს თუ არა იგი დატვირთვას, რომელიც, როგორც მოელიან, ყოველდღიურად საკმაოდ დიდი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები