LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეაში ლუქს ავტომობილები აღარ იყიდება, მიზეზი ახალი ნომრებია

178
bentley

კორეაში ლუქს ხაზის ავტომობილები ახალი ნომრების გამო აღარ იყიდება. ხელისუფლება ძალიან შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ ბიზნესმენები გადასახადებს გაურბოდნენ, როცა მდიდრულ და სპორტულ მანქანებს კორპორატიულ ტრანსპორტად არეგისტრირებდნენ. ამიტომაც, 1-ლი იანვრიდან სამხრეთ კორეაში ნომრების ახალი ტიპი შემოიღეს. 80 მილიონ ვონზე (58 ათასი დოლარი) უფრო ძვირადღირებული ავტომობილები, რომლებიც იურიდიულ პირზეა გაფორმებული, სპეციალურ მწვანე ფონზე შესრულებულ ნომრებს მიიღებენ.

იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა კორეული ასოციაციის ინფორმაციით, მდიდრული ავტომობილების რეგისტრაცია თითქმის სამჯერ შემცირდა. ყველაზე ცუდი შედეგები აქვს Bentley-ს, რომლის გაყიდვებიც წლის პირველ ნაწილში ოთხჯერ ნაკლებია. Rolls-Royce-ზე მოთხოვნა 35%-ით ნაკლებია, ხოლო Porsche-ზე – 23%-ით.

საქმე ისაა, რომ ძვირადღირებული მანქანების მეპატრონეებს მწვანე ნომრით სიარულის სურვილი არ აქვთ. მათ არ მოსწონთ, რომ თითქოს მდიდრული სატრანსპორტო საშუალება დაქირავებულია ან ლიზინგითაა ნაყიდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები