LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსოვო და გიბრალტარი ფიფას წევრები გახდნენ

14

გიბრალტარი და კოსოვო ფიფაში მიიღეს და ისინი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას შეძლებენ.
ეს გადაწყვეტილება ჯანი ინფანტინოს ხელმძღვანელობით გამართულ ფიფას კონგრესზე მიიღეს.
კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ 205 ხმიდან 141 მიიღო, წინააღმდეგი 23 წევრი წავიდა. გიბრალტარის საფეხბურთო ასოციაციის გაწევრებას კი 205-დან 172-მა დაუჭირა მხარი. ამრიგად, კოსოვო გახდა ფიფას 210-ე წევრი, გიბრალტარი – 211-ე. ორივე ნაკრებს ნება დართეს მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.
შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში ბუდაპეშტის კონგრესზე კოსოვო უეფას წევრად მიიღეს (საქართველომ ხმა არ მისცა).
გიბრალტარი კი მოგეხსენებათ უკვე მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში და ყველა ათივე მატჩი წააგო, მათ შორის ჯგუფში ორი თამაში საქართველომ მოუგო.
კოსოვოს წინააღმდეგ სერბეთი გამოდის, დამოუკიდებელ გიბრლატარს კი ესპანეთი ეწინააღმდეგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები