LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტიუმი და ჯემპრი – საუკეთესო საახალწლო სამოსი!

407

ის, ვინც ახალ წელს სახლში, ახლობლების წრეში ხვდება, ნაკლებად ფიქრობს საკუთარ გარდერობზე, თუმცა, არიან ისინიც, ვინც დღესასწაულს სოლიდურ წვეულებებზე, მოდურად ჩაცმული ადამიანების გარემოცვაში აღნიშნავს. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რათა არც მოდას ჩამორჩეთ და ნებიმიერ წვეულებასაც თავისუფლად მოერგოთ.

* კოსტიუმი

კოსტიუმი – მამაკაცის გარდერობის უნივერსალური ელემენტია. მიაქციეთ ყურადღება, რომ პიჯაკის სახელოები მოკლე არ იყოს, შარვალი კი, განიერი, რადგან ახლა, მოდაში ვიწრო შარვლებია. ახალი წლის ღამეს ყველაზე მეტად ლურჯი კოსტიუმი მოუხდება, რადგან ლურჯი ფერი არც ისეთი ოფიციალურია, როგორც შავი და არც ისეთი მოსაწყენი, როგორც ნაცრისფერი.

28a9a7c8553daab3a21692ae19b582c7

* ქეჟუელ-პიჯაკი

არაფორმალური პიჯაკი მშვენივრად დაამშვენებს სადა ჯინსის შარვალს, როლინგს, მაისურს და პერანგს აბსტრაქტული პრინტით.

52a6502b2698858dc926a25c77bdca94 (1)

* ჯემპრი

თბილი ჯემპრი და ველვეტის კომფორტული შარვალი – მშვენიერი არჩევანია ქალაქგარეთ მოწყობილი წვეულებისთვის. ჯემპრი საახალწლო პრინტითაც შეგიძლიათ შეარჩიოთ, თუმცა ნუ გადავარდებით უკიდურესობაში და ნუ დაემსგავსებით ჭკუამხიარულ ბავშვს.

bfa1c112253a3a648818a298baa35b22

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები