ცნობილმა ბრიტანელმა წამყვანმა, კრის ევანსმა Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც ლეგენდარული წამყვანი ავტოშოუდან Top Gear-იდან წასვლაზე საუბრობს. ამის შესახებ მან მოგვიანებით BBC-საც განუცხადა.
საკუთარ Twitter-ზე ევანსმა დაწერა, რომ მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ პროექტი ძალიან წარმატებული და ცნობილი გამხდარიყო, თუმცა, მიიჩნევს რომ მისი მცდელობა არ იყო საკმარისი და ისღა დარჩენია Top Gear-ს წარმატებები უსურვოს.
,,მე არასოდეს მიმუშავია ისეთ ერთგულ გუნდთან, როგორიც Top Gear-ის ჯგუფი იყო, მაგრამ მაქვს ისეთი განცდა, თითქოს ეს ყველაზე კარგია რამაა, რაც შემიძლია პროექტისთვის გავაკეთო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შოუს ვტოვებ, კვლავ ვრჩები ძალიან აქტიურ გულშემატკივრად’’
ევანსმა ასევე აღნიშნა, რომ Top Gear-ის დატოვების მიუხედავად, ის რჩება BBC-ზე, სადაც აპირებს საკუთარი პროფესიული გამოცდილების სხვა მხრივ გამოყენებას.
ივნისის ბოლოს Top Gear-ის წამყვანმა Mett Leblan-მაც დატოვა პროექტი. მისი თქმით პროდიუსერებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და თანაც მას ვერ წარმოუდგენია თავი კრის ევანსის ადგილას.