კრიშტიანო რონალდო-უმცროსი, „მანჩესტერის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ვაჟი, „მანჩესტერში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოცქსელებში გაჩნდა.
მამამისის მსგავსად ისიც 7 ნომრით იასპარეზებს. ბიჭი ცხადია გუნდის ბავშვთა გუნდში ითამაშებს.
11 წლის კრიშტიანიტო აქამდე პუსუელოსა და „იუვენტუსის“ ბავშვთა გუნდებში აგორებდა ბურთს.