სამამულო პოდიუმის ვეტერანი, კრისტი ყიფშიძე გუშინ 38 წლის გახდა. საკუთარი ასაკი მოდელმა „ფეისბუქზე“ გაამხილა, როდესაც ფოტო დადო წარწერით: „მე უკვე 38 წლის ვარ“.
ცნობილმა მოდელმა დაბადების დღე სტამბოლში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა და დიდი ტორტიც ჩააქრო. „ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესანიშნავი დაბადების დღე მაქვს და მივიღე საუკეთესო სურვილები მეგობრებისგან. მიყვარხართ ყველა“ – წერს კრისტი სოციალურ ქსელში.