LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა ორბაკაიტეს შვილის აღზრდაში ხელს მეუღლე უშლის

20

კრისტინა ორბაკაიტე გამოტყდა, რომ მის მეუღლეს, ბიზნესმენ მიხაილ ზემცოვს, შვილის აღზრდის მეთოდები არ მოსწონს და ხელს უშლის დედისა და შვილის ურთიერთობას.

როგორც კრისტინა აღნიშნავს, მისი მეუღლე შვილს პატარაობიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა და მაქსიმალურად ცდილობდა გვერდით დადგომოდა მას.

”მიშა მამაკაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც არ ეშინიათ ბავშვების. როგორც წესი, ახალბედა მამები პირველი თვეების განმავლობაში შვილებს შორიდან აკვირდებიან, თუმცა, ჩემი მეუღლე შორიახლოს არასდროს მდგარა და მაქსიმალურად მეხმარებოდა ჩვილი ბავშვის მოვლაში” – განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც მომღერალი ამბობს, მის შვილს საკმაოდ მძიმე ხასიათი აქვს და მკაცრი მიდგომა სჭირდება, თუმცა, მიხაილი მას ამის საშუალებას არ აძლევს და ხშირად ერევა დედისა და შვილის ურთიერთობაში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები