ანალიტიკურმა სააგენტო Statista-მ კვლევა ჩაატარა და დაადგინა თუ რა ფაქტორებს აქცევენ ამერიკელები ყურადღებას ახალი ავტომობილის არჩევისას. სტატისტიკის მიხედვით, ვიზუალი, სხვადასხვა დეტალების ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები ამერიკელებისთვის ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო ფასი, საწვავის ეკონომია და ის თუ რამდენად გამოდგება მანქანა ყოველდღიური მოხმარებისთვის.
კრიტერიუმთა ბოლო ადგილი ავტომობილის დიზაინმა დაიკავა. სტატისტიკის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ექსტერიერი მნიშვნელოვან როლს მხოლოდ ამერიკელთა 32%-ისთვის ასრულებს. აშშ-ში მცხოვრებთა 38%-ისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი ქარხნული გარანტია და დილერის სერვისია. სულ ცოტათი უფრო მეტ რესპონდენტს მძღოლის კომფორტიც ადარდებს.
სხვადასხვა დეტალების ხარისხს ყურადღებას კლიენტთა 43% აქცევს. იმავე რაოდენობის მყიდველისთვის მნიშვნელოვანია ავტომობილის ყოველდღიური ექსპლუატაციის შესაძლებლობა. რაც შეეხება ფასებს, მას ყურადღებას ამერიკელთა 46% აქცევს.
და ბოლოს, გამოკითხულთა 55%-მა განაცხადა, რომ მანქანის არჩევისას მთავარი კრიტერიუმი საწვავის ეკონომიური მოხმარებაა.