LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრონი

115
კრონი

კრონის დაავადება ნაწლავის კედლის ქრონიკული ანთებაა, რომელიც საჭმლის მომნელებელ მილს აზიანებს. დამახასიათებელი სიმპტომებია: ქრონიკული დიარეა (რომელიც ზოგჯერ სისხლიანია), მუცლის სპაზმური ხასიათის ტკივილი, ცხელება, უმადობა და წონაში კლება; კრონის დაავადება არ იკურნება; მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, ანთების შემცირება. ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. კრონის დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ვიცით, რომ იმუნური სისტემის დისფუნქციის გამო ნაწლავი გადაჭარბებული რეაქციით პასუხობს გარემო, კვებით თუ ინფექციურ აგენტებს. თამბაქოს მოხმარება ხელს უწყობს კრონის დაავადების აღმოცენებას და მის გამწვავებებს. კრონის დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს წვრილი ნაწლავის ბოლო მონაკვეთს და მსხვილ ნაწლავს, მაგრამ შესაძლოა დააზიანოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი.

კრონის დაავადების სიმპტომებია: ქრონიკული დიარეა (რომელიც ზოგჯერ სისხლიანია), მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში, ცხელება, უმადობა და წონაში კლება. სიმპტომები შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს და მკურნალობის გარეშე ჩაცხრეს. კრონის დაავადება თითქმის ყოველთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მწვავდება არათანაბარი ინტერვალებით. გამწვავება შეიძლება იყოს მსუბუქი და მძიმე, ხანმოკლე ან გახანგრძლივებული. მძიმე გამწვავებები იწვევს ინტენსიურ ტკივილს, დეჰიდრატაციას და სისხლის დაკარგვას.  ანთების ხშირი გართულებებია: ნაწიბურების გაჩენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის დახშობა (ობსტრუქცია) და ღრმა წყლულების გაჩენა.

თუ კრონის დაავადება მსხვილი ნაწლავის დიდ ნაწილს მოიცავს, ხშირია სწორი ნაწლავიდან სისხლდენა. კრონის დაავადების გართულებები მოსალოდნელია სხეულის სხვა ადგილებშიც. ესენია: ნაღვლის კენჭები, საკვები ნივთიერებების არაადეკვატური შეწოვა, საშარდე გზების ინფექცია, თირკმლის კენჭები. კრონის დაავადების გასტროინტენსტინური სიმპტომების გამწვავებისას პაციენტს შეიძლება ასევე აღენიშნებოდეს: სახსრების ანთება, თვალის კაკლის თეთრი გარსის ანთება, წყლულები პირის ღრუში, ანთებითი კვანძები ხელებისა და ფეხების კანზე, მოლურჯო-მოწითალო ფერის, ჩირქის შემცველი კანის წყლულები. დიაგნოზის დამადასტურებელი სხვა სიმპტომებია: სახსრების, თვალის ან კანის ანთება. კრონის დაავადება არ იკურნება, მაგრამ არის ბევრი სამკურნალო საშუალება, რომელიც ამცირებს ანთებას და აცხრობს სიმპტომებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები