LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუბას რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია

18

ტურისტების სიმრავლემ კუბაზე პროდუქტების კრიზისი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The New York Times” ავრცელებს.

აღმოჩნდა, რომ 2015 წელს კუნძულს 3,5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად რესტორნებმა თუ სხვა საკვებმა ობიექტებმა შესყიდული პროდუქციის რაოდენობა ერთი ორად გაზარდეს. ამას ემატება აშშ-სთან დადებული სავაჭრო ემბარგოც და შედეგად ბაზრიდან საკვების ნაწილი საერთოდ გაქრა და ნაწილი კი საგრძნობლად გაძვირდა. ამ მომენტისთვის კუნძულზე ყველაზე დიდ დეფიციტში – პომიდორი, პაპრიკა, ხახვი, კიტრი და სხვა პროდუქტია. მათი შეძენა მხოლოდ კორპორატიულ ბაზრებზე, უზარმაზარი თანხის გადახდითაა შესაძლებელი. ადგილობრივებს კი ამის საშუალება უბრალოდ არ აქვთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები