ტურისტებს კუნძულის დაქირავება სულ რაღაც 25 დოლარად შეეძლებათ. უძრავი ქონების გაქირავების სერვისმა Airbnb-მა საიტზე ძალიან საინტერესო შეთავაზება განათავსა.
პორტალი კანადის დედაქალაქის, ოტავას სიახლოვეს მდებარე კუნძულს აქირავებს. ულამაზეს კუნძულზე დასახლების ფასი, ერთი ადამიანისთვის მხოლოდ 25 დოლარი იქნება, ხოლო კოტეჯის დაქირავება კი მაქსიმუმ 172 დოლარი ეღირება.
ხოლო, ვისაც კანადის კუნძული არ ხიბლავს, შეუძლია კოსტა-რიკას სანაპიროს ან ბრაზილიის კუნძულებს მიაკითხოს და იქ ერთი ღამის გასათენებლად 71 ან 103 დოლარი გადაიხადოს.