კუშინგის სინდრომი ვითარდება, როცა ორგანიზმში ცირკულირებს ჰორმონ კორტიზოლის მოჭარბებული რაოდენობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ჭარბი კორტიზოლი იწვევს სინდრომისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს– მხრებს შორის დაგროვილი ცხიმოვანი ამობურცულობა, მრგვალი სახე, ვარდისფერი ან იასამნისფერი სტრიები კანზე. კუშინგის სინდრომის დროს შესაძლოა გამოვლინდეს მაღალი არტერიული წნევა, ძვლების განლევა და ზოგჯერ დიაბეტი.
ენდოკრინული სისტემა შედგება ჯირკვლებისაგან, რომლებიც მსგავს ჰორმონებს წარმოქმნიან და არეგულირებენ სხეულში მიმდინარე პროცესებს. ეს ჯირკვლებია: თირკმელზედა ჯირკვალი, ჰიპოფიზი, ფარისებრი, პანკრეასი, საკვერცხე და სათესლე ჯირკვლები.

თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს რამდენიმე ტიპის ჰორმონს, მათ შორის კორტიზოლს. კორტიზოლს მნიშვნელოვანი როლი აქვს ორგანიზმში. მაგალითად, კორტიზოლი აკონტროლებს არტერიულ წნევას და გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კორტიზოლი ასევე მონაწილეობს ორგანიზმის რეაქციაში სტრესის მიმართ და განაგებს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესებს, ენერგიის მისაღებად. როცა კორტიზოლის დონე მომატებულია ორგანიზმში, ვითარდება კუშინგის სინდრომი. ადამიანებს ასევე უვითარდებათ კუშინგის სინდრომი კორტიკოსტეროიდების ინექციების გამო– სახსრის ტკივილის, ბურსიტის ან ზურგის ტკივილის დროს. ინჰალაციური მედიკამენტები ან კორტიკოსტეროიდული კრემები მედიკამენტთა იმავე ჯგუფშია, მაგრამ უფრო ნაკლებად იწვევენ კუშინგის სინდრომს, თუ განსაკუთრებით მაღალი დოზებით არ ხდება მათი გამოყენება. კუშინგის სინდრომი შესაძლოა განვითარდეს სხეულში ზედმეტი კორტიზოლის სინთეზის გამო (ენდოგენური კუშინგის სინდრომი). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჭარბი კორტიზოლის წარმოქმნით ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მაღალი კონცენტრაციით, რომელიც ნორმაში აკონტროლებს კორტიზოლის წარმოქმნას.
კუშინგის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია. ხშირი ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ჭარბწონიანობასა და კანის ცვლილებებს, როგორიცაა: წონის მომატება, ცხიმოვანი დეპოზიტები, განსაკუთრებით ზურგზე, მხრებს შუა და სახის მომრგვალება. ვარდისფერი ან იასამნისფერი სტრიები მუცელზე, თეძოებზე, მკერდზე ან მკლავებზე. თხელი, ადვილად დაზიანებადი კანი, რომელიც მარტივად ლურჯდება. ნაკაწრების და ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება. აკნე. ქალებში, კუშინგის სინდრომის სხვა სიმპტომებია: სქელი, გამოხატული თმა ტანსა და სახეზე. არარეგულარული მენსტრუაცია, ციკლის გამოტოვება. კაცებში, კუშინგის სინდრომის სხვა სიმპტომებია: დაქვეითებული შვილოსნობის უნარი, ერექციული დისფუნქცია. ადრეული მკურნალობა გაძლევთ უკეთესი შედეგის მაღალ ალბათობას.