LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (15-21 აპრილის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1565
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ამიტომ მეტ-ნაკლებად ყველა ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს.

ვერძი  –  19 აპრილამდე მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ პერიოდიც ყოველმხრივ წარმატებული იქნება. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არაა გამორიცხული სწორედ ახლა მიიღოთ მეტად პერსპექტიული შეთავაზება, დაიწყოთ საკუთარი საქმე ან მოიძიოთ ახალი სამსახური. მთავარია, არ დაიზაროთ და გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შესაძლებლობა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ წლის მანძილზე ყველაზე იღბლიანი კვირა.

კურო –  მართალია, კვირის პირველი ნახევარი ნაკლებად საინტერესო იქნება, მაგრამ 19 აპრილიდან, როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. შეძლებთ ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, ძველი იდეების განხორციელებას და ახალი პროექტების დაწყებას. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის, იმიჯის შეცვლისა და საკუთარი შეხედულებების გადაფასებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და საქმიან პარტნიორთა წრის გაფართოებისთვის.

ტყუპები – ახალი იდეების კვირაა. ეცადეთ მაქსიმალურად გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი, მდიდარი ფანტაზია და  წარმოსახვის უნარი. არ თქვათ უარი მეგობრების და კოლეგების მხარდაჭერაზე, რადგან სწორედ ისინი დაგეხმარებიან კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში, გავლენის სფეროების გაფართოებასა და სოციალური სტატუსის განმტკიცებაში. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, რადგან სწორედ ამ კვირაში გექნებათ იმ გავლენიანი ადამიანების გაცნობის შანსი, ვინც საიმედო პარტნიორობას გაგიწევთ და მაქსიმალურად დაგეხმარებათ იდეების განხორციელებაში. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ინფორმაციას, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია იქცეს ახალი იდეების შთაგონების წყაროდ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად.

კირჩხიბი – მოულოდნელობების კვირაა. არა გამორიცხული დაუგეგმავად მოგიწიოთ მოგზაურობა ან მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა ვოიაჟი იმაზე  წარმატებული აღმოჩნდება, ვიდრე თქვენ იმედოვნებდით, რადგან უცხოელებთან დამყარებული კონტაქტები მნიშვნელოვნად გაზრდიან ახალი პროექტების დაწყების და უცხოური დაფინანსების მიღების შანსს. კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისა და სამსახურში დაწინაურებისთვის, გავლენის სფეროების გაფართოებისა და ავტორიტეტის განმტკიცებისთვის. მთავარია, გამოიჩინოთ მოთმინება, არ აჰყვეთ ცდუნებებს და იმოქმედოთ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით. 

ლომი – აქტიური და მეტად დინამიური კვირაა. შეძლებთ ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას და მეტად პერსპექტიული პროექტების დაწყებას. არაა გამორიცხული მოულოდნელად მომხდარმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალოს თქვენი წარმოდგენა ცხოვრებასა და იმ ადამიანებზე, ვისთანაც ყოველდღე გიწევთ ურთიერთობა. მართალია, მოგიწევთ გარისკვა და ერთგვარ ავანტიურაში ჩაბმა, მაგრამ არ ღირს შეშინება და უკან დახევა, რადგან ყველაფრის კარგად გააზრების შემთხვევაში აუცილებლად შეძლებთ სარისკო წამოწყებიდან სარგებლის მიღებას. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ქალწული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. საქმიანი პარტნიორები ნაკლებად გაითვალისწინებენ თქვენს სურვილებს და საკუთარი წესებით გაიძულებენ მოქმედებას, რაც ერთის მხრივ, თქვენს გაღიზიანებას, მეორეს მხრივ, გეგმების შეცვლას გაიძულებთ. უკმაყოფილების მიუხედავად, არ ღირს თანამშრომლობაზე უარის თქმა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ თქვენთვის სასურველ პროექტებში მონაწილეობას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას, რადგან ნამდვილად არ გჭირდებათ მათთან კონფლიქტი და ურთიერთობის გაფუჭება.

სასწორი – ამ კვირაში თქვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება, ამიტომ არც პარტნიორთა დახმარებაზე თქვათ უარი, არც ახალი პროექტების დაწყებაზე, რომლებიც შესაძლოა ნაკლებად საინტერესოდ მოგეჩვენოთ. ეცადეთ მაქსიმალურად გამოავლინოთ ინტელექტუალური შესაძლებლობები და კრეატიულად გადაწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი. მართალია, უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს წუწუნი, რადგან სწორედ ამ კვირაში გაქვთ მომავალი წარმატებისთვის საფუძვლის შექმნის საუკეთესო შანსი. 

მორიელი – მეტად დინამიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მით უფრო, რომ მოზღვავებული ენერგიის ფონზე ენერგია და შრომის უნარიც ერთი-ორად მოიმატებს. ეცადეთ მოაგვაროთ და აღარ გადადოთ ძველი საქმეები, რადგან შემდეგ კვირაში ბევრად მეტი სამუშაო გექნებათ შესასრულებელი. მართალია, მოულოდნელად ცვალებადი მოვლენები თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ არ ღირს ემოციებს აყოლა, რადგან ვერაფერს შეცვლით და მხოლოდ ფუჭად დაკარგავთ დროს და ენერგიას. 

მშვილდოსანი –  დატვირთული, მეტად საქმიანი კვირაა. არაა გამორიცხული მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრება და უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების გაბმა, რათა სწორედ მათი ფინანსური დახმარებით განახორციელოთ საკუთარი პროექტები. კარგი პერიოდია საკუთარი ფასეულობების გადახედვისა და ნაცნობთა წრის გადახალისებისთვის, ბევრად საიმედო მეგობრებისა და პარტნიორების მოძიებისთვის. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ აჰყვეთ ემოციებს და გარშემომყოფთა პროვოკაციას, არ ღირს გაბრაზება და უმნიშვნელო ადამიანებზე დროის ფუჭად დაკარგვა.

თხის რქა – მოულოდნელობების კვირაა, თუმცა სიურპრიზები ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. მართალია, გაგიჩნდებათ გრანდიოზული პროექტების განხორციელების ამბიცია, მაგრამ არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რადგან ვერ შეძლებთ ყველაფრის შესრულებას და თვითრწმენის დაკარგვასთან ერთად გარშემომყოფებსაც გაუცრუებთ იმედს. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი, სანდო ადამიანების რჩევები, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ უსიამოვნებებისგან თავის დაღწევას. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და ბინაში მეტი კომფორტის მოსაწყობად.

მერწყული – სასიკეთო და ძალიან საინტერესო კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ლიდერული თვისებების გამოვლენას და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. კარგი პერიოდია ახალ ბინაში გადასვლისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გამართოთ ის შეხვედრები და მოლაპარაკებები, რომელთაც დიდხანს ელოდით.

თევზები – მართალია, შთაბეჭდილებებით სავსე, მეტად მრავალფეროვანი კვირაა, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და სტაბილურობის შენარჩუნება. არ ღირს გარისკვა, მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, შესაძლოა მოულოდნელმა უსიამოვნებებმა გაგაღიზიანოთ და მოთმინება დაგაკარგვინოთ, მაგრამ უმჯობესია მშვიდად გაიაროთ რთული პერიოდია, საღი გონებით განსაჯოთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ კოლეგების მიმართ, რომლებიც თქვენი პოტენციალის გამოყენებით ეცდებიან უპირატესობის მოპოვებას და დაწინაურებას.

გეომაგნიტური დღეები – 15, 16 და 20 აპრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები