LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (16-22 სექტემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2876
მიხეილ ცაგარელი

რთული და დაძაბული იქნება კვირის პირველი ნახევარი – 19 სექტემბრამდე,  განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს 18 სექტემბერს – სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების დღეს, რადგან ერთი-ორად მოიმატებს კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ტრავმებისა და ავარიების, შეცდომებისა და ცდუნებების ალბათობა. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და ხელშეკრულებების გაფორმება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რადიკალური ცვლილებების განხორციელება. ბევრად ნაყოფიერი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საგრძნობლად გაუმჯობესდება სიტუაცია და წარმატების შანსებიც მოიმატებს. 

ვერძი  – უსიამოვნებების მომტანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან ვერ შეძლებთ კონფლიქტებისგან თავის დაღწევას, თუმცა კვირის ბოლოს სიტუაცია დამშვიდდება და  შეცდომების ნაწილობრივ გამოსწორებასაც შეძლებთ. არაა გამორიცხული შეიცვალოთ სამსახური ან შეიმუშაოთ მუშაობის ახალი მეთოდები, თუმცა არ ღირს ზედმეტად გადაღლა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ჯანმრთელობაც არასტაბილური იქნება და ემოციური მდგომარეობაც. მოერიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კამათს, რადგან ასე მხოლოდ თქვენ იზარალებთ.

კურო –  განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 17-18 სექტემბერს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ამ დღეებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. გააქტიურდებიან მოშურნეები და კონკურენტები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. ბევრად შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას, არაა გამორიცხული მოგემატოთ ხელფასი ან მიიღოთ მოულოდნელი საჩუქარი.

ტყუპები –  რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსისა და ჯანმრთელობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლება და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა ან ნათესავებთან ურთიერთობის გარკვევა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა სტაბილური ფსიქოემოციური მდგომარეობა და გაძლიერებული თვითრწმენა პრობლემების გადაჭრაში, გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ 17-18 სექტემბერს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას, არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რათა თავი დააღწიოთ გამოუსწორებელ შეცდომებს. მოერიდეთ მგზავრობას და შორ მანძილზე მოგზაურობას, რადგან მაღალია მოულოდნელი პრობლემების წარმოქმნის ალბათობა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერდება იმუნიტეტი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.

ლომი – რთული და დაძაბული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსისა და ჯანმრთელობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ გააქტიურება და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება, მით უფრო, რომ არც დამძიმებული განწყობა მოგცემთ მუშაობის საშუალებას. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, აკონტროლეთ საფულე, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგების ალბათობა. მართალია, ბევრად მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად გათამამება და ამბიციებს აყოლა, უმჯობესია რეალურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და მხოლოდ იმ საქმეს მოკიდოთ ხელი, რომლის კეთება ყველაზე კარგად გამოგდით.

ქალწული – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით, მაგრამ სხვების მსგავსად კვირის პირველი ნახევარი თქვენთვისაც რთული იქნება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს კოლეგებთან დავა და ზედმეტ წვრილმანებს ჩაძიება. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დაწინაურების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური შანსი მოგეცემათ. არაა გამორიცხული მიიღოთ სოციალურ პროექტებში მონაწილეობის შეთავაზება, რაც პიროვნულ განვითარებასა და ავტორიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, გარეგნობის შეცვლისა და მოწესრიგებისთვის, მთავარია არ დაიზაროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ სასიკეთო შესაძლებლობები.

სასწორი – რთული და პრობლემური იქნება კვირის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით 17-18 სექტემბერი, რადგან სპონტანურად მოგიწევთ მოულოდნელი პრობლემების გადაჭრა და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მტრებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას და საქმეებში ხელის შეშლას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს პროვოცირებას. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან 22 სექტემბერს მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა და ენერგიის მატებასთან ერთად განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. ბევრად მარტივი იქნება ძველი შეცდომების გამოსწორება, ახალი პროექტების დაწყება და სამომავლო გეგმების დასახვა.

მორიელი – დაძაბული და წინააღმდეგობებით სავსე იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ პარტნიორების შეცდომების გამოსწორებაც მოგიწევთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოშურნეებისა და კონკურენტების მიმართ, რომლებიც უამრავ სირთულეს შეგიქმნიან და მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას. მართალია, მოულოდნელად მოგიწევთ გეგმების შეცვლა და ყველა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება, რადგან ვერ მიიღებთ ახლობლების დახმარებას, მაგრამ მაინც არ ღირს გულის გატეხა. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საღი გონებით მიიღოთ გადაწყვეტილებები. ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დასვენებასაც შეძლებთ და განვლილი კვირის შეფასებასაც, მთავარია შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, იმოქმედოთ ორჭოფობის გარეშე და მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით.

მშვილდოსანი – რთული და დაძაბული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის მიუხედავად, მაინც უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ სარკაზმს და ირონიას, რადგან სწორედ თქვენი ხუმრობა გახდება კონფლიქტების და დაპირისპირებების მიზეზი. ბევრად შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი. შეძლებთ პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებას და საკამათო საკითხების თქვენს სასარგებლოდ გადაჭრას. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება და მაქსიმალურად გააუმჯობესოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა.

თხის რქა – ნაკლებად წარმატებული იქნება კვირის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით 17-18 სექტემბერი, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება. პრობლემები შეგექმნებათ როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობაში, ძალიან გაგიჭირდებათ ადამიანებთან საერთო ენის მოძიება და თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა. უსიამოვნებების მიუხედავად, მაინც არ ღირს იმედის დაკარგვა, რადგან ბევრად მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვისაც, თუმცა არ ღირს ზედმეტად განებივრება და საქმის ხარჯზე დასვენება.

მერწყული – სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რათა თავი დააღწიოთ პრობლემებსა და უსიამოვნებებს, მოერიდეთ კონფლიქტებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. შედარებით სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და ენთუზიაზმიც მოიმატებს, თუმცა მაინც არ ღირს გარისკვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რადიკალური ცვლილებების განხორციელება.

თევზები – სხვების მსგავსად თქვენთვისაც რთული და პრობლემური იქნება კვირის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით 17-18 სექტემბერი, როცა ერთის მხრივ, გააქტიურებული კონკურენტები შემოგიტევენ, მეორეს მხრივ დასუსტებული ენერგოტონუსი არ მოგცემთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულების საშუალებას. მოერიდეთ კონფლიქტს და დაპირისპირებას, რადგან ურთიერთგაგების არ არსებობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება. ბევრად შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და ახალი პროექტების დაწყებას. არაა გამორიცხული სწორედ ის საჩუქარი ახლობლებისგან, რომელსაც დიდხანს ელოდით.

გეომაგნიტური დღეები – 17, 18, 19 და 21 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები