LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 სექტემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7251
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა.

ვერძი  – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. მოიმატებს კონფლიქტების, გაუგებრობის ალბათობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. არაა გამორიცხული სწორედ თქვენ მოგიწიოთ კომპრომისზე წასვლა გარშემომყოფთა გულის მოსაგებად. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რათა არ გახდეთ უსიამოვნებების, დაპირისპირების მიზეზი.

კურო –  გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, ნებისყოფა და შრომისუნარიანობა, თუმცა საერთო ნეგატიური ფონის გათვალისწინებით თქვენც გმართებთ გაფრთხილება, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ გაუშვათ ხელიდან იდეების განხორციელების რეალური შანსი. გამოიჩინეთ მეტი პრაგმატულობა, იმოქმედეთ გააზრებულად, რათა არ დაუშვათ შეცდომა, არ დაკარგოთ გარშემომყოფთა ნდობა და არ აზარალოთ საკუთარი რეპუტაცია, მით უფრო, რომ ბევრი ეცდება ჭორებითა და ინტრიგებით თქვენი ავტორიტეტის დაკნინებას. არაა გამორიცხული მსხვილი მოგების სანაცვლოდ მცირედის მსხვერპლად გაღება მოგიწიოთ. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება როგორც კოლეგებთან, ისე ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, უმჯობესია დათმოთ, ვიდრე გახდეთ კონფლიქტის მიზეზი.

ტყუპები –  მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ ღირს გარისკვა, ახალი საქმის დაწყება და გრანდიოზულ პროექტებს შეჭიდება. არაა გამორიცხული სერიოზული პრობლემები შეგექმნათ სამსახურში, რადგან გაგიჭირდებათ კოლეგების საკუთარ კომპეტენტურობაში დარწმუნება, კარიერული ზრდა და განვითარება. ყურადღების გამოჩენა გმართებთ პირად ცხოვრებაშიც, შესაძლოა პარტნიორმა ვერ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, რაც იმედგაცრუების და სასოწარკვეთის მიზეზი გახდება. მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რადგან კვირა დანაკარგების ფონზე ჩაივლის.

კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური  ჯანმრთელობის მიუხედავად მაინც ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება, მით უფრო, რომ ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. ვერ შეძლებთ ერთი შეხედვით მარტივი იდეების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს სულიერ მდგომარეობას. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისგან, ინვესტიციებისა და კაპიტალის დაბანდებისგან.

ლომი –  გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ჯანმრთელობის მიუხედავად, მაინც ძალიან გაგიჭირდებათ სიმშვიდის და სულიერი წონასწორობის შენარჩუნება, მატერიალური სირთულეების და სამსახურებრივი უსიამოვნებების დაძლევა, მით უფრო, რომ მაღალია გაუთვალისწინებელი ხარჯისა და ფინანსური დანაკარგის ალბათობა. არაა გამორიცხული პირობა დაარღვიონ და გიღალატონ იმ ადამიანებმა, ვისაც მანამდე ენდობოდით, ან დაკარგოთ პარტნიორების მხარდაჭერა, რაც თქვენს შემოსავალზეც ნეგატიურად აისახება.  ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები, არ ღირს ეგოიზმის გამოვლენა და საკუთარი სურვილების სხვებისთვის თავსმოხვევა, უმჯობესია დათმოთ და სწორედ კომპრომისის მოძიებით გადაჭრათ საკამათო საკითხები.

ქალწული – მართალია, სხვა ზოდიაქოს ნიშნების ფონზე სწორედ თქვენ გაქვთ უპირატესობა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, მაგრამ მაინც არ ღირს მოდუნება, რადგან თქვენც მოგიწევთ სირთულეებთან გამკლავება. განსაკუთრებით გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, რაც სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს საკუთარი აზრის ჯიუტად დაჟინება, რადგან ასე ობიექტურობის შეგრძნებას დაკარგავთ და აუცილებლად შეცდომებს დაუშვებთ. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგების ალბათობა.

სასწორი – ძლიერი ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც რთული კვირა გელით, რადგან სწორედ ახლა შეგახსენებენ თავს ძველი, გადაუჭრელი პრობლემები. ამასთანავე, საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებების დაცვა კონფრონტაციასა და დაპირისპირებაში ღიად ჩაბმას გაიძულებთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, არ აჰყვეთ პროვოკაციას და არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილება, რადგან მოგვიანებით აუცილებლად მოგიწევთ გაუაზრებელ მოქმედებაზე პასუხისგება. თავი შეიკავეთ საკუთარ თავსა და გეგმებზე საუბრისგან, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები ნებისმიერ ინფორმაციას თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, დედამიწის უარყოფითი ენერგოველი და საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. არაა გამორიცხული იდეურმა უთანხმოებამ და აზრთა სხვადასხვაობამ კოლეგებსა და პარტნიორებთან კონფლიქტში ჩაბმა გაიძულოთ. მაღალია, ძველი შეცდომების, კომპრომატების გამოაშკარავების ალბათობაც, ბევრი ეცდება ჭორებითა და ინტრიგებით თქვენთვის სირთულეების შექმნას. არ ღირს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და იმპულსურად მოქმედება, უმჯობესია უემოციოდ, ობიექტურად განსაჯოთ მოვლენები და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

მშვილდოსანი –  სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენც საკმაოდ მძიმე კვირა გელით. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და წინდახედულობა, არ ღირს პროვოკაციებს აყოლა, აგრესიის და სარკაზმის გამოვლენა. მართალია, გექნებათ ფინანსური მოგების შანსი, მაგრამ ყველაფერი ისევ თქვენს საზრიანობასა და გონებაგამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული.

თხის რქა – ძლიერი ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით გარკვეულ დისკომფორტს. განსაკუთრებით გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა და მათი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება, რაც კონფლიქტის და დაპირისპირების მიზეზი გახდება. არ ღირს ზედმეტი სიამაყის გამოვლენა და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავსმოხვევა, რადგან ვერ შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას და მხოლოდ სხვათა გაღიზიანებას გამოიწვევთ.

მერწყული – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენც რთული კვირა გელით, რადგან ძველი შეცდომები, მცდარი გადაწყვეტილებები და შეუსრულებელი დაპირებები სწორედ ახლა გაიძულებენ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას, რაც შესაძლოა სერიოზული ფინანსური კრიზისის მიზეზი გახდეს. არაა გამორიცხული თქვენს სახლში დაბინავდნენ ნათესავები, რომლებიც არა მხოლოდ ოჯახურ ურთიერთობას დაძაბავენ, არამედ საკუთარი პრობლემების მოგვარებასაც თქვენ გადმოგაბარებენ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ აჰყვეთ ემოციებს და მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტში ჩაბმას. დროებით გადადეთ ყველა იდეა და პროექტი, არც იფიქროთ მათი ხმამაღლა განხილვა, რათა არ გათქვათ ინფორმაცია, რომელსაც კონკურენტები ისევ თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ.

თევზები – ძლიერი ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მძიმე კვირა გელით. ყურადღებით შეარჩიეთ მეგობრები, ეცადეთ მხოლოდ მათთან გქონდეთ ურთიერთობა, ვისთანაც არ გჭირდებათ ნიღბის მორგება, რადგან სიყალბე გამოაშკარავდება და ისევ თქვენ გაზარალებთ. მართალია, მაქსიმალურად ეცდებით მოერიდოთ კონფლიქტებს და თავი აარიდოთ ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ამგვარი ქცევა მხოლოდ გარშემომყოფებს გაღიზიანებას და ზუსტად იმ ურთიერთობის, საქმის გარჩევას გამოიწვევს, რომელსაც გაურბოდით. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული სპონტანურად მოგიწიოთ მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება, რაც ნაკლებად სასიამოვნო, თუმცა აუცილებელი იქნება.

გეომაგნიტური დღეები – 19, 22 და 23 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები