LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (25-31 მარტის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4426
მიხეილ ცაგარელი

მეტად რთული კვირაა, განსაკუთრებით მძიმე იქნება 25 მარტი, რადგან სავსემთვარეობა მთვარის დაბნელებას ემთხვევა. ამასთანავე, სწორედ ორშაბათიდან დაიწყება დაბნელების დერეფანი, რომელიც მთელი ორი კვირა გაგრძელდება. მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების, ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, სიფრთხილე და ყურადღება, რათა ნაკლები ზარალითა და დანაკარგით გაიაროთ მძიმე ორი კვირა. 

ვერძი  – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ სწორედ თქვენ ხართ ამ კვირის ფავორიტი, მაგრამ ნეგატიური ტენდენციების ფონზე თქვენც მოგიწევთ გარკვეული სირთულეების დაძლევა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, იმოქმედეთ გონივრულად, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრირება და დასახული მიზნების შესრულება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი შეცდომებისა და არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორება.

კურო – მართალია, გაძლიერებული პასუხისმგებლობის ფონზე რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილი გექნებათ, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა და სხვათა ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მოერიდეთ სხვათა კონფლიქტებში ჩაბმას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ავტორიტეტის შენარჩუნებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და იდეების განხორციელებისთვის, ახალი მეგობრების შეძენისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, თუმცა არ ღირს ყველასთან გულწრფელობა და სამომავლო გეგმებზე საუბარი, იმოქმედეთ ზედმეტი აფიშირებისა და საკუთარ საქმეში სხვების ჩარევის გარეშე.

ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ინტუიცია, რაც მიმდინარე მოვლენებში უკეთ გარკვევასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების გაბმისთვის, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და მათთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებისთვის. თუმცა, სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ 25 მარტს, როცა ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას.

კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც არ მოგცემთ აქტიურად მოქმედების საშუალებას, მით უფრო, რომ დამძიმებული განწყობა ყველაფრისადმი ხალისსა და ინტერესს დაგიკარგავთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას 25 მარტს. გამოიყენეთ კვირა მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობებისა და შთაბეჭდილებების შესაძენად, არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტოთ სწავლის ან საქმიანობის უცხოეთში გაგრძელება.

ლომი – სხვების მსგავსად თქვენც მეტი სიმშვიდისა და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 25 მარტს, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მეტ-ნაკლებად სიკეთის მომტანი იქნება კვირის დანარჩენი დღეები, მთავარია არ დაიზაროთ და გააქტიურდეთ, ხმამაღლა განაცხადოთ საკუთარი სურვილების, იდეების შესახებ და იმუშაოთ მათი განხორციელებისთვის. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოძიებისა და საკუთარი საქმის დასაწყებად, გავლენის სფეროების გაფართოებისა და ავტორიტეტის გაძლიერებისთვის.

ქალწული –  დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, გაგიჭირდებათ იმ მარტივი, ყოველდღიური საქმეების შესრულება, რომელთაც მანამდე დაუფიქრებლად, ზედმეტი მონდომების გარეშე აკეთებდით. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 25 მარტს, არ ღირს გარისკვა, ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, კვირის დანარჩენ დღეებში უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და შეასრულოთ გაცემული პირობები.

სასწორი – დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 25 მარტს, რათა არ გამოიწვიოთ კონფლიქტი და გაირთულოთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. კვირის მეორე ნახევარში შეგიძლიათ აღადგინოთ ძველი პროექტები, ახლებურად შეაფასოთ და შეავსოთ დანაკლისი. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე ენთუზიაზმიც მოიმატებს და შრომის უნარიც. მთავარია, მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან დაპირისპირება მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.

მორიელი – მართალია, ნაკლებად გექნებათ სურვილი, მაგრამ მაინც მოგიწევთ ყოველდღიური, რუტინული საქმეების შესრულება. ეცადეთ სწორად გაანაწილოთ დრო და ენერგია, რადგან მეტად დინამიური კვირაა, საქმეთა უმრავლესობა კი, აქტიურად მოძრაობასა და გადაადგილებას გაიძულებთ. კარგი პერიოდია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთგაგების მოძიებისა და ძველი კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის. მიაქციეთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე მოიმატებს გაცივების და ვირუსული დაავადებებით დასნეულების ალბათობა.

მშვილდოსანი –  მეტად დინამიური კვირაა 25 მარტის გამოკლებით. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, განახორციელოთ ძველი იდეები და მოამზადოთ ახალი პროექტები. კარგი პერიოდია ქორწინებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი სასიყვარულო პარტნიორების შეძენისა და ძველი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, კონკურსებში მონაწილეობისა და ლატარიის ბილეთების შეძენისთვის, რადგან სწორედ ახლა გაქვთ მოგებისა და მოულოდნელი ფინანსური ბონუსების მიღების საუკეთესო შანსი.

თხის რქა –  მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საქმეებს და ახლობლებთან ურთიერთობას. თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი ავეჯი, შეცვალოთ ინტერიერი და მეტი კომფორტი მოიწყოთ ბინაში. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოძიებისა და შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიებისთვის, მთავარია, გააქტიურდეთ, იმოქმედოთ თავდაჯერებულად და რწმენით, რომ ყველაფერი გამოგივათ.

მერწყული – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და ძალის მოზღვავებასაც იგრძნობთ, მაგრამ 25 მარტს მაინც თავშეკავებით მოგიწევთ მოქმედება. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, საქმიანი შეხვედრების მოწყობისთვის, ახალი ნაცნობების შეძენისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეიცვალოს სიტუაცია და თქვენს სასიკეთოდ მოაგვაროთ  ძველი პრობლემა, რომელზეც დიდ ხნის წინ ჩაიქნიეთ ხელი.

თევზები – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ აქტიურად მოქმედება, მოგინდებათ დასვენება და გართობა, მაგრამ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას, მეტიც, მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება. ეცადეთ სწორად გაანაწილოთ დრო და ენერგია, უკმაყოფილების მიუხედავად გამოიჩინოთ მეტი თავშეკავება და არ გამოავლინოთ აგრესია და გაღიზიანება. მოერიდეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებას და ზედმეტი ფინანსების ხარჯვას, რადგან მაღალია საბედისწერო შეცდომების დაშვების ალბათობა.

გეომაგნიტური დღეები – 25, 27, 29 და 30 მარტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები