LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (26 თებერვლის – 3 მარტის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1182
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადადის, ამიტომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს მეტი სიფრთხილის, თავშეკავების და წინდახედულობის გამოჩენა მოუწევს. მოიმატებს პრობლემები და სირთულეები, შემცირდება ურთიერთგაგება და ანგარიშგაწევა ადამიანებს შორის.

ვერძი  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული გეგმების ჩაშლამ სპონტანურად გაიძულოთ მოქმედება. მოერიდეთ საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებას, სიფრთხილით მოეკიდეთ ყველა შეთავაზებას, რადგან ერთი შეხედვით მომგებიანმა წინადადებამ შესაძლოა საბოლოოდ მხოლოდ მარცხი და ზარალი მოგიტანოთ. დააკვირდით გარშემომყოფების ქცევას, რადგან მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

კურო – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რადგან არაა გამორიცხული მოჭარბებული ამბიციების და გადამეტებული თვითრწმენის ფონზე დაუშვათ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოგიწევთ პროფესიული საქმიანობისთვის მეტი დროის დათმობა და რამდენიმე საქმის ერთად შესრულება, რაც თქვენი თავისუფლების შეზღუდვის, გადაღლის და გაღიზიანების მიზეზი გახდება. მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოიჩინეთ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას, რადგან კამათი და დაპირისპირება კარგს არაფერს მოგიტანთ.

კირჩხიბი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. არაა გამორიცხული მოგიწიოთ სხვისი წესებით მოქმედება, რაც თქვენს ბრაზსა და გაღიზიანებას გამოიწვევს. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობის დროს, რადგან მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფობისგან, სპონტანური მოქმედებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ლომი –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს გაცივების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა, რაც საბოლოოდ სერიოზული უთანხმოების და ფინანსური პრობლემების მიზეზი გახდება. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მოიმატებს ნებისყოფა და შრომის უნარი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და იდეების განხორციელებას, თუმცა დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენს გეგმებსაც შეაფერხებს. გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა, ინტერესთა დაპირისპირება კი, აუცილებლად კონფლიქტს და უსიამოვნებებს გამოიწვევს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს ზედმეტი სიჯიუტის და პრინციპულობის გამოჩენა.

სასწორი –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს გაცივების და ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. შეიზღუდება თქვენი თავისუფლება, არ მოგეცემათ ინიციატივის გამოჩენის საშუალება, რაც თქვენს ბრაზს და გაღიზიანებას გამოიწვევს. ეცადეთ მაქსიმალურად ეკონომიურად ხარჯოთ ფინანსები, რადგან მოულოდნელი საყოფაცხოვრებო პრობლემები გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მოიმატებს ნებისყოფა და შრომის უნარი, ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, შეძლებთ ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, თუმცა დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. არაა გამორიცხული მოგიწიოთ საკუთარი ინტერესების დაცვა, რაც საქმიან და პირად პარტნიორებთან კამათის და დაპირისპირების მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, უმჯობესია დათმოთ, ვიდრე ჩაებათ უსარგებლო კონფრონტაციაში.

მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს გაცივების და ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. არ ღირს კოლექტიურ საქმიანობაში ჩაბმა, უმჯობესია იმოქმედოთ დამოუკიდებლად და იმუშაოთ ინდივიდუალურ პროექტებზე. არაა გამორიცხული საკუთარი საქმის ხარჯზე მოგიწიოთ ახლობლების პრობლემების გადაჭრა, რაც მართალია გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და გაბრაზება. ეცადეთ სწრაფად მოაგვაროთ სხვათა უსიამოვნებები, გადაჭრათ საყოფაცხოვრებო პრობლემები და დაუბრუნდეთ საკუთარ საქმეს.

თხის რქა – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენზეც ნეგატიურად აისახება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულის ხარჯვისას, არ ღირს მსხვილი საყიდლების გაკეთება და კაპიტალის დაბანდება, რადგან მოულოდნელი ფინანსური პრობლემები ისედაც გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების ალბათობა. არ ღირს ჩვეული სიჯიუტის და პრინციპულობის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებს.

მერწყული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რადგან გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა, არაა გამორიცხული ჩაებათ კონფლიქტში, თუმცა მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას. კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე, არ ღირს იმპულსურად მოქმედება, რადგან ძალიან ძვირად დაგიჯდებათ დაშვებული შეცდომების გამოსწორება. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისა და მსხვილი საყიდლებისგან, ინვესტიციებისა და კაპიტალის დაბანდებისგან.

თევზები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, შემართება და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას და ძველი იდეების განხორციელებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ფინანსური მდგომარეობის და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მთავარია არ დაიზაროთ და გამოიყენოთ ამ კვირის პოზიტიური შესაძლებლობები.

გეომაგნიტური დღეები – 26, 28, 29 თებერვალი და 3 მარტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები