LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (29 აპრილის – 5 მაისის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1065
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, არ ღირს ზედმეტად გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. არაა გამორიცხული შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, რისი მიზეზი თქვენივე მაქსიმალიზმი გახდება, რადგან სწორედ მეტი ფულის შოვნის სურვილი, არასწორი ინვესტიცია ან კაპიტალდაბანდება გაზარალებთ.  

კურო – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით! ერთ-ერთი საუკეთესო კვირა წლის მანძილზე. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, თვითრწმენა, შინაგანი შარმი და ქარიზმა. შეძლებთ გააქტიურებს, ლიდერული თვისებების გამოვლენის დ საკუთარი პოტენცილის სრულად გამოყენებას. მართალია, ბევრი ეცდება ჭორებითა და ინტრიგებით თქვენთვის ხელის შეშლას, მაგრამ სერიოზულ პრობლემას მაინც ვერავინ შეგიქმნით. კარგი პერიოდია კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის, პირადი ცხოვრებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ტყუპები – სანამ მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა, ურთულესი ორი კვირის გავლა მოგიწევთ. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, აპათია და თვითრწმენის დაკარგვა კი, არ მოგცემთ აქტიურად მოქმედების და დასახული გეგმების შესრულების საშუალებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე დ ყურადღება, რადგან ერთი-ორად მოიმატებს კონფლიქტების და სერიოზული შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები, მასშტაბური გეგმების განხორციელება კი, უკეთესი დროისთვის გადადოთ.

კირჩხიბი – დინამიური, თუმცა რთული კვირა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავდაჭერა კოლეგებთან დ ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. მართალია, მოგიწევთ სხვისი სურვილების დაკმაყოფილება და სხვების კარნახით მოქმედება, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება და ცხელ გულზე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას, რადგან ძალიან გაგიჭირდებთ მოულოდნელ სირთულეებთან გამკლავება.

ლომი –  საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ვერ შეძლებთ დახარჯული ენერგიის აღდგენას. არ ღირს ზედმეტად გააქტიურება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ყოველდღიური საქმეების შესრულებაც გაგიჭირდებათ. სირთულეებია მოსალოდნელი პროფესიულ საქმიანობაში, რადგან მართალია, ეცდებით კარიერის განვითარებას, მაგრამ ყველა მცდელობა მარცხით დასრულდება, რადგან კოლეგებს და ხელმძღვანელებს არ მოუნდებათ თქვენი ზედმეტად თამამი იდეებისა და შეთავაზებების მიღება.

ქალწული – წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი პოტენციალის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახლი პროექტების დაწყებისა და ახალი შეთავაზებების განსახილველად. არ თქვათ უარი ახალი პარტნიორების გაცნობასა და მათთან საქმიანი კავშირების გაბმაზე, უცხოეთში მივლინებასა და მსხვილი კაპიტალის დაბნდებაზე, რადგან სწორედ ახლა განხორცილებული ინვესტიცია მოგიტანთ სოლიდურ შემოსავალს მომავალში.

სასწორი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს კონფლიქტების და შეცდომების დაშვების, გაუთვალისწინებელი ხარჯისა და ფინანსური დანაკარგის ალბათობა. არაა გამორიცხული იმედი გაგიცრუვდეთ ადამიანებში, ან არ წარიმართოს მოვლენები თქვენს სასარგებლოდ და ვერ მიიღოთ ის, რასაც ელოდით.

მორიელი – მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობას, როგორც საქმიან ის სასიყვარულო პარტნიორებს, რადგან მაღალია კონფლიქტების და გაუგებრობების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, დიპლომატია და დელიკატურობა, რადგან უსიამოვნება საჭირო ადამიანებთან მხოლოდ თქვენ მოგიტანთ ზიანს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და იდეების განხორციელებისთვის, მთავარია არ იზარმაცოთ, ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და სრულყოფილად შეასრულოთ.

მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და იმ წვრილმანების შესრულებაც გაგიჭირდებათ, რაზეც მანამდე დროსაც არ კარგავდით. არაა გამორიცხული ურთიერთობა დაგეძაბოთ კოლეგებთან და მეგობრებთან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება. მიაქციეთ ყურადღება მიმდინარე მოვლენებს, რადგან მოულოდნელად შეცვლილი მოვლენები თქვენც სპონტანურად გაიძულებთ მოქმედებას.

თხის რქა – გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. სრულად შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და იდეების განხორციელებას, თუმცა მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა. არაა გამორიცხული მოგიწიოთ მოულოდნელი ხარჯის გაწევა, ან არასწორად დააბანდოთ კაპიტალი. კარგი პერიოდია ახალ სფეროში შესაძლებლობების მოსასინჯად და საქმიანობის სფეროს შესაცვლელად.

მერწყული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს სტრესი და შინაგანი განცდა, რისი მიზეზი პირველ რიგში სასიყვარულო პარტნიორთან უსიამოვნება და გაურკვევლობა გახდება. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, თუმცა მოგიწევთ თქვენთვის ნაკლებად სასიამოვნო ადამინებთან ურთიერთობა, ვისთანაც ძალიან არაკომფორტულად იგრძნობთ თავს.

თევზები – გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, კონტაქტურობა და კომუნიკაბელურობა, რაც ადამიანებთან ლაღად და თავისუფლად ურთიერთობაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული გაიცნოთ ახალი და საინტერესო ადამიანები, შეიძინოთ ახალი მეგობრები, საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები, მთავარია არ დაკარგოთ ობიექტურობის, საღად შეფასების უნარი და ზედმეტად არ აღფრთოვანდეთ იმ ადამიანებით, ვინც მომავალში იმედს გაგიცრუებთ.

გეომაგნიტური დღეები – 2, 3 და 5 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები