LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (29 იანვრის – 4 თებერვლის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1048
მიხეილ ცაგარელი

დედამიწის პოზიტიურ ენერგოველში გადასვლა ხელს შეუწყობს პარტნიორებთან საერთო ენის მოძიებას და ურთიერთობის სტაბილიზაციას, ახალი პროექტების დაწყებას, იდეების რეალიზებას და სხვა სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

ვერძი  –  გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ძველი იდეების განხორციელებას და ახალი პროექტების დაწყებას. კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებისთვის, არაა გამორიცხული გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენს კარიერულ წინსვლასა და განვითარებას. მართალია, ბევრჯერ მოგინდებათ გარისკვა და ყველაფრის ერთად მიღება, მაგრამ უმჯობესია ყველა ნაბიჯი გათვალოთ და მხოლოდ შემდეგ იმოქმედოთ.

კურო –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, გრანდიოზული გეგმების დასახვა და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. კარგი პერიოდია პროფესიის შეცვლისა და ახალ სპეციალობას დაუფლებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, არაა გამორიცხული შეიცვალოთ საცხოვრებელი და გადახვიდეთ ახალ ბინაში. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში განახორციელოთ ცვლილებები პირად და საქმიან ცხოვრებაში, რადგან ამ შემთხვევაში იღბალი აუცილებლად თქვენს მხარეს იქნება.

ტყუპები –  გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას და იდეების განხორციელებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყაროები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების მოძიებისა და ერთობლივ პროექტებზე თანამშრომლობისთვის. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან სწორედ ამ კვირაში მოგიწევთ რადიკალური ცვლილებების განხორციელება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებები სწრაფი და მოულოდნელი იქნება, რაც მობილიზებას, რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულებას და გადადების გარეშე მოქმედებას გაიძულებთ.

კირჩხიბი – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან დაგეზარებათ მუშაობა, მაგრამ სარფიანი შეთავაზებები მაინც გაიძულებთ მობილიზებას და ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას, რაც თავის მხრივ, თვითრწმენას და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. კარგი პერიოდია ყოფითი პრობლემების და გარეშემომყოფებთან უთანხმოების მოგვარებლად, საქმიან და პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებისთვის, სამომავლო გეგმების დასახვისა და იმ პროექტების შემუშავებისთვის, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად განვითარებული მოვლენები თქვენც სწრაფად და გადადების გარეშე გაიძულებთ მოქმედებას და გადაწყვეტილების მიღებას.

ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევისა და უთანხმოების მოსაგვარებლად, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ახალი ნაცნობების შეძენისა და ერთობლივი პროექტების დასაწყებად, არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს იდეებს და დაგეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში.

ქალწული – დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შემცირდება ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. არ ღირს ფიზიკურად და ემოციურად გადაღლა, რათა არ დაუშვათ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და იზრუნოთ მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე, რათა ხელიდან არ გაუშვათ ის სასიკეთო პერსპექტივები, რომლებიც მომავალში მოგიტანენ წარმატებას. კარგი პერიოდია გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად, რომლებიც მაქსიმალურად შეგიწყობენ ხელს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. არაა გამორიცხული მოგიწიოთ საკუთარი ინტერესებისა და პრინციპების დაცვა, ინიციატივის გამოჩენა და ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, რაც ბევრის უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა მაინც არ ღირს გარშემომყოფებთან დაპირისპირება და კონფლიქტში ჩაბმა.

სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შეუპოვრობა, ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისა და ახალი პროექტების დასაწყებად, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიცვალოთ საცხოვრებელი, გააკეთოთ მსხვილი საყიდლები ან შეიძინოთ ახალი ნაცნობი, ვისთანაც რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ.

მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შემცირდება ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, რადგან გადაღლილი გონებით ძალიან გაგიჭირდებათ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და იმ საქმის შესრულება, რომლის გადადება შეუძლებელი აღმოჩნდება. კარგი პერიოდია ყოველდღიური და ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ბინის ინტერიერის შეცვლისა და მეტი კომფორტის შესაქმნელად.

მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომის უნარი, ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, უმცროს მეგობრებზე მეურვეობის აღებისა და საკუთარი ცოდნის, გამოცდილების მათთვის გადაცემისთვის. იმოქმედეთ თამამად, ნუ შეუშინდებით რისკს, ექსპერიმენტებსა და სპონტანურად მოქმედებას. ნუ იტყვით უარს ახლობლების დახმარებაზე, რადგან არაა გამორიცხული სწორედ მათ გაგიწიონ პარტნიორობა ახალ პროექტებზე მუშაობისას.

თხის რქა – დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთლების და ემოციური მდგომარეობის ფონზე შემცირდება ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. მართალია, მოგეცემათ ახალ პროექტებში მონაწილეობის და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება, მაგრამ არ ღირს ყველა საქმის ერთდროულად კეთება, რათა გადაღლილი გონებით ნამდვილად ვერ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, შეცდომების გამოსწორება კი, ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ შემოსავალი ძველი პროექტებიდან. კარგი პერიოდია ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად, თუმცა ისევ არ ღირს ზედმეტად გადაღლა და იმ სფეროში საქმიანობა, რომლის გამოცდილება ნაკლებად გაქვთ.

მერწყული – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, კომუნიკაბელურობა და გონებამახვილობა, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვირა წლის განმავლობაში. კარგი პერიოდია ცხოვრების წესისა და სტილის შესაცვლელად, შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად და საკუთარი კრეატიულობით ფინანსური მოგების მისაღებად, ახალი პროექტების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, მთავარია არ იჩქაროთ და ყველა ნაბიჯი გულდასმით გათვალოთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, გადახვიდეთ ახალ ბინაში ან გაემგზავროთ საზღვარგარეთ, რაც ისევ თქვენ მოგიტანთ სარგებელს.

თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, მოიმატებს ინფექციური და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. შემცირდება ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც უფრო მეტად დამოკიდებულს გაგხდით კოლეგებზე. არაა გამორიცხული იძულებით მოგიწიოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რომელთაც დიდხანს გაურბოდით. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ფარული მტრებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან პრობლემების შექმნას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.

გეომაგნიტური დღეები –  29 იანვარი, 3 და 4 თებერვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები