LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (29 ივლისი – 4 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1421
მიხეილ ცაგარელი

კვირის პირველი ნახევარი – 31 ივლისის ჩაათვლით ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რთული იქნება, ამიტომ აჯობებს მნიშვნელოვანი პრობლემები კვირის მეორე ნახევარში გადაწყვიტოთ.

ვერძი  – მართალია, მოჭარბებული ენერგიის ფონზე ყველა საქმის ერთდროულად შესრულების სურვილი გექნებათ, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ყველაფრის შესრულება და შეცდომებისგან თავის დაღწევა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, თავშეკავება და დიპლომატია გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან კვირის პირველ ნახევარში მოიმატებს კოლეგებთან კონფლიქტების ალბათობა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება ან მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო.

კურო –  ნაკლებად სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა დამძიმებული ჯანმრთელობის ფონზე გუნება-განწყობაც გაგიფუჭდებათ, მით უფრო, რომ ერთდროულად მოგიწევთ საოჯახო საქმეებისა და პროფესიული ვალდებულებების შესრულება. სირთულეების მიუხედავად, მაინც არ ღირს გაღიზიანება, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა, რათა არ დაუშვათ შეცდომა და უმიზეზოდ არ გაანაწყენოთ ახლობლები. მართალია, შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად გადაღლა. განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გმართებთ კონკურენტების მიმართ, რადგან სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას.

ტყუპები – საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. ბევრად შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა სასიკეთოდ წარიმართება შეხვედრები და მოლაპარაკებები, შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას და ახალი, საინტერესო პროექტების დაწყებას. კარგი პერიოდი მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობებისა და შთაბეჭდილებების შესაძენად.

კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის, დამძიმებული ჯანმრთელობისა და განწყობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და წონასწორობის შენარჩუნება კვირის პირველ ნახევარში, რაც საქმეების ბოლომდე მიყვანასა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვაშიც ხელს შეგიშლით. მართალია, ვერ მიიღებთ იმ შედეგს, რასაც ელოდით, რადგან პარტნიორები არ შეასრულებენ დაპირებებს, მაგრამ მაინც არ ღირს მათთან კონფლიქტი, უმჯობესია საქმის გარჩევა უკეთესი დროისთვის გადადოთ. შედარებით მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, თუმცა მაინც არ ღირს ზედმეტად გააქტიურება და გადაღლა, უმჯობესია ეს დრო დასვენებისთვის გამოიყენოთ.

ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ამ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობაა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. თუმცა, სხვების მსგავსად კვირის პირველი ნახევარი თქვენთვისაც რთული იქნება. არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენის შექმნა, რადგან ფუჭი ამბიციები მხოლოდ თქვენს რეპუტაციას აზარალებს. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საკუთარ შესაძლებლობებსაც გამოავლენთ და ჩანაფიქრსაც სრულად განახორციელებთ.

ქალწული – ერთ-ერთი ურთულესი კვირა მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ აჯობებს აიღოთ შვებულება და კარგად დაისვენოთ. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ავად გახდომის და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. არაა გამორიცხული დაღლილობის, გაღიზიანების და დაკარგული თვითრწმენის ფონზე არასწორად გაიგოთ სხვათა ნათქვამი და მოქმედება, არასასიამოვნო შეგრძნებები მიუხედავად, მაინც არ ღირს გარშემომყოფებთან კონფლიქტი და დაპირისპირება, უმჯობესია დათმოთ, საქმის გარჩევა კი, უკეთესი დროისთვის გადადოთ.

სასწორი – უსიამოვნებების მომტანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის გამონახვა და დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რადგან უკმეხი და ხისტი გამონათქვამებით მხოლოდ საკუთარ თავსა და რეპუტაციას აზარალებთ. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა კოლეგებთანაც გააუმჯობესებთ ურთიერთობას და წარმატების მიღწევის შესაძლებლობაც მეტი გექნებათ.

მორიელი – რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან დაღლილობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ შეცდომებისგან თავის დაღწევა, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მარტივად შეძლებთ წვრილმანი პრობლემების გადაჭრას, თუმცა არ ღირს სერიოზულ საქმეს შეჭიდება. უმჯობესია ეს კვირა დასვენებისთვის გამოიყენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება.

მშვილდოსანი – სხვების მსგავსად თქვენთვისაც პრობლემური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ძველი ვალი, რომლის გასტუმრება აუცილებელი გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, არ ღირს სულსწრაფობა და სიხარბეს აყოლა, რადგან არასწორად მოქმედების შემთხვევაში  ფინანსური მოგების ნაცვლად იმასაც დაკარგავთ, რაც მანამდე გქონდათ. ბევრად იღბლიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან მარტივად შეძლებთ იდეების განხორციელებას, წარმატებით იმოგზაურებთ და შთაბეჭდილებებთან ერთად ახალ მეგობრებსაც შეიძენთ.

თხის რქა – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების, ფინანსური ზარალისა და პარტნიორებთან კონფლიქტის ალბათობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. მოერიდეთ რისკს და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, მით უფრო, რომ სწორედ ამ კვირაში მოგიწევთ კარმული ვალების გასტუმრება და სხვა ადამიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა. შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ დასვენებას, მოვლენების საღი გონებით შეფასებას და გაანალიზებას.

მერწყული –  ნაკლებად გაამართლებს კვირის პირველი ნახევარი, როცა გაუთვალისწინებელი ხარჯი და ფინანსური სირთულეები თვითრწმენის დაკარგვისა და უგუნებობის მიზეზი გახდება. არაა გამორიცხული ახლობლებმა, რომელთაც ენდობოდით, იმედი გაგიცრუონ და ცუდად ისარგებლონ თქვენი ნდობით. უსიამოვნებები გელით როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორთან ურთიერთობაში. მართალია, შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, მაგრამ მაინც არ ღირს მნიშვნელოვან საქმეებს შეჭიდება, უმჯობესია გადახედოთ წარსულს, გაანალიზოთ შეცდომები და სცადოთ მათი გამოსწორება.

თევზები – მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა დაკარგული თვითრწმენის ფონზე უამრავ შეცდომას დაუშვებთ და ძალიან გაგიჭირდებათ მათი გამოსწორება. შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მომავალს, შეძლებთ გეგმების დასახვას და გარკვეული ცვლილებების განხორციელებას. მთავარია, მოერიდოთ კონფლიქტებს და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევას.

გეომაგნიტური დღეები – 29 ივლისი, 2, 3 და 4 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები