LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (29 ივნისი-5 ივლისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4801
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამშაბათს, 30 ივნისს – ამ დღეს სავსემთვარეობაა. თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება ხდება. ეს დღე მნიშვნელოვნად განაპირობებს ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს, ცდუნებებს, შეცდომებს, სიჯიუტეს, ხასიათის ცვალებადობას, აგრესიულ და დეპრესიულ გამოვლინებებს, კონფლიქტებს, ჯანმრთელობის გაუარესებასა და ტყუილს.

იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაიაროთ. ახალ, მნიშვნელოვან და სარისკო საქმეებს ნუ წამოიწყებთ.

გარდა ამისა, ამ კვირაში დედამიწა უარყოფით ენერგოველში იმყოფება, რაც ხელს უშლის იდეების რეალიზაციას, ამცირებს ურთიერთგაგებას და ნეგატიურ დაღს ასვამს ჯანმრთელობას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე.

ვერძი – ამ კვირაში პერიოდი ცოტა დისჰარმონიულია. პირველ რიგში, ეს ჯანმრთელობის კუთხით გამოიხატება – იმუნიტეტი დაბალია, ორგანიზმი არამდგრადია და დროდადრო ფსიქოემოციური არასტაბილურობაც იჩენს თავს. ბევრ დროს წაიღებს საოჯახო საქმეები და პრობლემები, რის გამოც საკუთარი საქმეებისთვის ფიზიკურად შეიძლება დრო აღარ დაგრჩეთ. რაც მთავარია, მცირდება ნდობისა და ურთიერთგაგების ფაქტორი ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორებთანაც კი. შესაძლოა საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო ფინანსების გაღება დაგჭირდეთ. კვირა მაქსიმალურად ფრთხილად განვლეთ.

კურო – თქვენ ენერგოტონუსის ნაკლებობას არ უჩივით, ის საკმაოდ მდგრადია. იმოქმედებთ აქტიურად და გამოიჩენთ ინიციატივას. სხვა ნიშნებთან შედარებით, თქვენ უფრო ადვილად გადალახავთ სირთულეებს და მარტივად შეძლებთ გარშემომყოფებთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, ნეგატიური ენერგოველისა და სავსემთვარეობის გამო, გარკვეულმა სირთულეებმა მაინც შეიძლება იჩინოს თავი. ეს პერიოდი არ არის ხელსაყრელი მგზავრობის, მოგზაურობის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, რადგან მათი უმრავლესობა ისე არ წარიმართება, როგორც გსურთ. ამასთან, ელოდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს სახლსა და ოჯახში. შრომისუნარიანობა და ნებისყოფა საშუალებას მოგცემთ მრავალფეროვანი კონტაქტები დაამყაროთ. კარგი პერიოდია სწავლისთვის და საინტერესო ადამიანების გასაცნობად.

ტყუპები – თქვენთვის საკმაოდ რთული პერიოდია. ენერგოტონუსი და ჯანმრთელობის მდგრადობა ეცემა, რის გამოც შეიძლება ადვილად გადაიღალოთ. მოგიწევთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებთან დაბრუნება, საბუთების შეგროვება ან ვალების გასტუმრება, რაც დამატებით ნეგატიურ ფონს შექმნის. თუმცა, პარალელურად შესაძლოა ახალი გეგმებიც გაგიჩნდეთ. ამ პერიოდში თქვენში მატულობს სულსწრაფობა, მოუთმენლობა და ზედმეტი კატეგორიულობა, რაც გაართულებს ურთიერთობებს. გამორიცხული არ არის, ძველი საქმეებიდან მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, თუმცა მოერიდეთ უყაირათო ხარჯვას.

კირჩხიბი – ეს თქვენი დროა! ამ კვირაში ყველაზე წარმატებული სწორედ თქვენი ნიშანია. თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა კი მდგრადი. გამოავლენთ აქტიურ, ენერგიულ, ინიციატივიან, ლიდერულ და ორგანიზატორულ თვისებებს. ამასთანავე, მოიმატებს იღბლიანობაც, რაც ახალი იდეების რეალიზაციის საშუალებას მოგცემთ. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ ეს კარგი შანსები დედამიწის უარყოფით ენერგოველს ემთხვევა, რაც გარკვეულ დისკომფორტს მაინც შეგიქმნით. ძალიან დაკავებული იქნებით საქმეებითა და პრობლემების მოგვარებით, რაც თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ მოგცემთ და ვალდებულებების გამო თავს გარკვეულწილად ჩაკეტილად იგრძნობთ. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი მსოფლმხედველობაც. ფინანსური კუთხით კი უდავოდ გელით მდგომარეობის გაუმჯობესება.

ლომი – მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, რადგან შეხვედით დაბადების დღის წინა ე.წ. რთულ პერიოდში. თქვენი ენერგოტონუსი აშკარად ეცემა, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ ან გადაიღალოთ. ამასთან, აქტიურდებიან ფარული მტრები, მოშურნეები და ჭორები. ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც თავიდან გქონდათ ჩაფიქრებული. მოსალოდნელია სირთულეები პარტნიორებთან, როგორც ბიზნესში, ისე სიყვარულში, რაც შეიძლება სერიოზული წარუმატებლობის მიზეზი გახდეს. ამავდროულად, თქვენი თვითშეფასების კრიტერიუმები, ამბიციები და ამპარტავნება ყოველგვარ ზღვარს გადავა, ამიტომ ამ თვისებებს მაქსიმალური კონტროლი დაუწესეთ. ვინაიდან პერიოდი დაძაბულია, ეცადეთ, მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და მშვიდ რიტმზე გადახვიდეთ.

ქალწული – ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია და შრომისუნარიანობაც მოიმატებს, რაც ძალიან კარგია. თუმცა, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, თავს იჩენს სხვადასხვა სახის გარე სირთულეები. არ გექნებათ საშუალება, თქვენს პირად გეგმებს სათანადოდ მიხედოთ და დრო დაუთმოთ. ამასთანავე, თქვენში მეტად გაღვივდება შინაგანი შიშები და ეჭვები, რაც კვირას გაგირთულებთ. შესაძლოა მძაფრად იგრძნოთ შინაგანი მარტოობა, რაც დამატებითი ნეგატიური ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნება. გამორიცხული არ არის, ნათესავებთან ან კოლეგებთან ძველმა კონფლიქტებმა და წინაღობებმა კვლავ იჩინონ თავი. პერიოდი არასასურველია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების, მგზავრობის, შეხვედრებისა და ახალი საქმის ან სამსახურის დასაწყებად.

სასწორი – დისჰარმონიული და დაძაბული პერიოდია, რაც, ერთი მხრივ, სამშაბათის სავსემთვარეობით არის განპირობებული, მეორე მხრივ კი – დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლით. ყოველივე ეს დამატებით სირთულეებს ქმნის, რის გამოც თქვენი ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია; შესაძლოა ადვილად დაიღალოთ ან გაცივდეთ. მატულობს შეცდომების დაშვების ალბათობაც. ფანტაზიებმა და ილუზიებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი და ხელი შეუშალონ თქვენს პრაგმატულ აზროვნებასა და მოქმედებას. ამ პერიოდში დიდ ენერგიას დახარჯავთ კარიერულ საკითხებზე, არსებული პრობლემებისა და შეცდომების გამოსწორებაზე, რის გამოც, თქვენი უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, საქმეთა წინსვლა შედარებით შეფერხდება. ამას ბევრი სხვადასხვა ობიექტური მიზეზი ექნება, მათ შორის გაუგებრობები პირად თუ ბიზნესპარტნიორებთან. მათი მხრიდან თქვენ მიმართ მოთხოვნები საგრძნობლად გაიზრდება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს პასუხისმგებლობას და შეზღუდავს თავისუფლად მოქმედების უნარს.

მორიელი – საკმაოდ დინამიური და საინტერესო მოვლენებით აღსავსე პერიოდია, თუმცა, დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გამო, სიფრთხილის გამოჩენა მაინც აუცილებელია. ენერგოტონუსს არ უჩივით და ჯანმრთელობა მდგრადია. ხდებით მეტად აქტიური, ენერგიული, მებრძოლი, უშიშარი, ინიციატივიანი და ავლენთ ნამდვილი ლიდერისა თუ ხელმძღვანელის თვისებებს. მახვილდება ინტუიცია, რომელზე დაყრდნობითაც სწორ არჩევანს აკეთებთ – სწორედ ეს შინაგანი ხმა დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რამდენად მართებული მიმართულებით ვითარდებით. მგზავრობა-მოგზაურობისას მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან შესაძლოა წვრილმან უსიამოვნებებს გადააწყდეთ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა თავადვე მოავლინოთ კონფლიქტების პროვოცირება, რადგან გაგიჩნდებათ სურვილი, ყოველ წვრილმანზე პირდაპირ მიახალოთ ადამიანებს ის, რასაც ფიქრობთ, ეს კი საპასუხო აგრესიას გამოიწვევს. ზოგიერთი თქვენგანი საბუთების გაფორმების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება; თუკი რაიმე მნიშვნელოვან საკითხს კიდებთ ხელს, კარგი იქნება კონსულტაცია იურისტებთან გაიაროთ.

მშვილდოსანი – საკმაოდ დისკომფორტული პერიოდია, რადგან ენერგოტონუსი იკლებს და ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. თქვენი საქმეების უმრავლესობა ამ ეტაპზე ვერ გამოიღებს იმ შედეგებს, რომელთა იმედიც გქონდათ. საგრძნობლად მაღალია კონფლიქტების ალბათობა პარტნიორებთან – როგორც ბიზნესის, ისე პირადი ცხოვრების სფეროში. ეს ის პერიოდია, როდესაც სიტუაციისა და გარემოებების მიხედვით უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება გარშემომყოფთა მიმართ. აუცილებელია გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება და არ იზრუნოთ მხოლოდ საკუთარ სურვილებზე. პარტნიორებთან აბსოლუტურად განსხვავებული იდეური შეხედულებებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, დიდია ალბათობა იმისა, რომ დაპირისპირება სასამართლო პროცესებშიც კი გადაიზარდოს.

თხის რქა – მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობას არ უჩივით და ავლენთ შრომისუნარიანობას, ძლიერ ნებისყოფას, შეუპოვრობასა და მოთმინებას, სავსემთვარეობისა და დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გამო მაინც განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. სირთულეები აუცილებლად იჩენს თავს, მაგალითად, პარტნიორულ ურთიერთობებში (როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში), რაც უმეტესწილად ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს დაუკავშირდება. ასევე, მაღალია ქურდობის, მოტყუებისა თუ სხვადასხვა ფინანსური დანაკარგის ალბათობა. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა სასამართლო პროცესზე მოუხდეს საკუთარი შესაძლებლობებისა და სიმართლის დამტკიცება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ამ დროს აუცილებლად დაგჭირდებათ კომპეტენტური დახმარება, პროფესიონალებისა და გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერა, ახლობლების გვერდში დგომა კი კიდევ უფრო წაგადგებათ. ამ პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ მგზავრობა-მოგზაურობისგან.

მერწყული – თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი დგება. ამ გარდაქმნებს გარე სამყარო და შექმნილი სიტუაციები გამოიწვევს, რის პარალელურადაც მკაფიოდ იგრძნობთ, რომ ყოველდღიური რუტინა გბეზრდებათ და გლობალური, პოზიტიური სიახლეები გსურთ. ეს შინაგანი განწყობა მართლაც გამოიწვევს ცვლილებებს, მაგალითად, ნაცნობთა წრეში. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა შემოვიდნენ ახალი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენენ თქვენს ცხოვრების სტილსა და მსოფლმხედველობაზე. თუმცა, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში იმყოფება, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ იმპულსურობასა და სულსწრაფობას, რადგან ამ თვისებებით რისკავთ ძალიან ბევრი რამ გააფუჭოთ. პარტნიორული ურთიერთობები ამ პერიოდში განსაკუთრებულ გაფრთხილებას საჭიროებს, რადგან დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე.

თევზები – ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია და მახვილდება ინტუიცია, რომლის მეშვეობითაც სწორ არჩევანს აკეთებთ. ამ პერიოდში საუკეთესოდ ავლენთ შრომისუნარიანობას, შეუპოვრობასა და ნებისყოფას, მაგრამ დედამიწის უარყოფით ენერგოველში ყოფნის გამო, სიფრთხილის გამოჩენა მაინც აუცილებელია. შედარებით გაგიჭირდებათ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების სრულად გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დინამიური პერიოდია, შესაძლოა ძველმა სასიყვარულო პარტნიორებმა იჩინონ თავი, თუმცა მათთან შეხვედრა თქვენს ცხოვრებაში არანაირ კმაყოფილებას არ შემოიტანს. შესაძლოა მოგიწიოთ საოჯახო პრობლემების გადაჭრა ან ძველი პროექტებისა და საქმეებისკენ მიბრუნება. ასევე არ არის გამორიცხული, პარტნიორებთან ფინანსური დაპირისპირება მოგიხდეთ, ამიტომ ამ კუთხით მაქსიმალურად ყურადღებით იყავით.

გეომაგნიტური დღეები: 30 ივნისი, 2 და 3 ივლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები