LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (4-10 მარტის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2193
მიხეილ ცაგარელი

15 მარტამდე დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლა ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. შემცირებული ურთიერთგაგების ფონზე გართულდება კომუნიკაცია და ადამიანებთან საერთო ენის მოძიება, გაიზრდება პრობლემების და უსიამოვნებების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მისი ბოლომდე მიყვანა, შედეგი კი, ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იქნება.  

ვერძი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული თავი შეგახსენოთ ქრონიკულმა დაავადებებმა. მოერიდეთ კოლეგებთან ინტენსიურ კომუნიკაციას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მოთოკვა და მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება. არ ღირს კამათი და კონფლიქტის პროვოცირება. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას, უმჯობესია შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან ჭორებითა და ინტრიგებით პრობლემების შექმნას. თავი შეიკავეთ საკუთარი გეგმების გასაჯაროებისგან, რადგან არაა გამორიცხული სპონტანურად მოგიწიოთ მათი შეცვლა. არ აჰყვეთ ილუზიებს, არ ღირს სხვაზე გაბრაზება თუ თქვენი წარმოდგენები არ დაემთხვა რეალობას.

* კურო –  გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მიმდინარე მოვლენებში ორიენტირებას, გარშემომყოფთა ზრახვების ზუსტად ამოცნობას და ოპერატიულად მოქმედებას. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მოჭარბებული ემოციების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ კონფლიქტებისგან თავის დაღწევა, არ ღირს იმპულსურად მოქმედება, რათა არ დაუშვათ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან, რადგან ნებისმიერი შელაპარაკება სერიოზული დაპირისპირებით დასრულდება.

ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც სერიოზული დისკომფორტის მიზეზი გახდება, რადგან განწყობის ხშირი ცვლა პრობლემებს შეგექმნებათ კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. მოემზადეთ სიურპრიზებისთვის, რაც გეგმების შეცვლას და სპონტანურად მოქმედებას გაიძულებთ. მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ. არ ღირს გაჯიუტება და საკუთარი სიმართლის დაჟინებით მტკიცება, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს და მხოლოდ გარშემომყოფების უკმაყოფილებას გამოიწვევთ.

კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მით უფრო, რომ სწრაფად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან, პარტნიორებთან და მარტივად შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ძველ პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ახალი რომანების გასაბმელად. მართალია, კვირის პირველ ნახევარში თქვენი აქტიურობა გაამართლებს, მაგრამ მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის ბოლოს, რადგან ხელმძღვანელობის მხრიდან შემოსავლის არასწორი განაწილება თქვენს პროტესტს და კოლეგებთან კონფლიქტს გამოიწვევს. მართალია, მოგეჩვენებათ, რომ არ გიფასებენ შრომას, მაგრამ მაინც არ ღირს აგრესიის გამოვლენა, უმჯობესია საქმის გარჩევა უკეთესი დროისთვის გადადოთ.

ლომი – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც თავდაუზოგავად მოგიწევთ მუშაობა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ კარიერული წინსვლისა და განვითარების საუკეთესო შანსი. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, თუმცა არ ღირს დაუფიქრებლად დათანხმება, უმჯობესია ყველაფერი გულდასმით შეამოწმოთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. ყურადღება მიაქციეთ კოლეგებს და პარტნიორებს, რომლებსაც თქვენი წარმატება გააღიზიანებს და მაქსიმალურად ეცდებიან ხელის შეშლას.  

ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას ძველი საქმეების დასრულებას და ახალი პროექტების დაწყებას. მთავარია, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და გაითვალისწინოთ მხოლოდ იმ ადამიანების რჩევები, ვისაც ბოლომდე ენდობით. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა არა მხოლოდ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან, არამედ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთანაც მოგიწევთ საქმის გარჩევა, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე.

სასწორი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. უხასიათობის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლებთ დასვენებას, რადგან საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულების და ერთდროულად უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. ეცადეთ დაიცვათ ბალანსი, რათა მუშაობაც მოასწროთ და დასვენებაც. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება ან მოულოდნელად გახდეთ მემკვიდრეობის მფლობელი. აკონტროლეთ ემოციები და ამბიციები, არ ღირს ზედმეტი სიამაყის და ქედმაღლობის გამოჩენა გარშემომყოფებთან ურთიერთობაში.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას, ინდივიდუალიზმის და საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას. მოზღვავებული ენერგიისა და თვითრწმენის მიუხედავად მაინც არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტის აღება, პრინციპულობის გამოჩენა და ყველგან სამართლიანობის ძებნა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიძინოთ ახალი პარტნიორები საინტერესო შეთავაზებებით, თუმცა არ ღირს ყველას ნდობა, უმჯობესია დაეყრდნოთ ინტუიციას, რომელიც სწორი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობისას, რადგან კონფლიქტი არა მხოლოდ მის მიმართ დამოკიდებულების, არამედ გეგმების შეცვლასაც გაიძულებთ.  

მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც ახლობლებისთვის დახმარებისა და მხარდაჭერის თხოვნით მიმართვას გაიძულებთ. არ ღირს გარშემომყოფების ზედმეტი კრიტიკა, რათა ასე მხოლოდ მათ უარყოფით რეაქციას გამოიწვევთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რადგან მაღალია საბედისწერო შეცდომების დაშვების ალბათობა, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, რაც ახალი კონტაქტების დამყარებასა და საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა, რადგან კვირის მეორე ნახევარში სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ გამძლეობაზე. კოსმოსი თქვენს ნებისყოფას, მოთმინებას და ფინანსების დაზოგვის უნარს გამოცდის. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისა და სარისკო ინვესტიციებისგან, რადგან კაპიტალის არასწორად დაბანდება აუცილებლად მსხვილ დანაკარგს გამოიწვევს.  

მერწყული –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან სწორედ თქვენი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს თქვენს შემოსავალს, არაა გამორიცხული შეცდომამ სერიოზული დანაკარგი გამოიწვიოს, რისი ანაზღაურება ძალიან გაგიჭირდებათ. მართალია, გექნებათ დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, მაგრამ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულები არ მოგცემენ თავისუფლად მოქმედების საშუალებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები