LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (8-14 აპრილის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1559
მიხეილ ცაგარელი

სტაბილური და პოზიტიური კვირაა 8 აპრილის გამოკლებით, როცა ახალმთვარეობა მზის დაბნელებას დაემთხვევა და ენერგეტიკულად მეტად მძიმე დღე იქნება. მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, შეცდომების და ცდუნებების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ რთული დღე მშვიდად, ზედმეტი ემოციებისა და ფორიაქის გარეშე გაიაროთ.

ვერძი  –  მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული ჟინის და შეუპოვრობის გამოვლენას, რაც გავლენის სფეროების გაფართოებასა და ავტორიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და ახლად გაცნობილ ადამიანებთან ერთად კოლექტიური პროექტების განხორციელებისთვის.  

კურო –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და ზედმეტად გადაღლა. სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად, თქვენც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 8 აპრილს, როცა არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებები შეგახსენებენ თავს, არამედ  ემოციების მართვაც ძალიან გაგიჭირდებათ, ადვილად გაღიზიანდებით და გაბრაზდებით. კვირის სხვა დღეებში შეგიძლიათ იაქტიუროთ, გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობებს მაქსიმუმი და განიმტკიცოთ ლიდერის პოზიციები. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გადაწყვიტოთ ახალი საქმის დაწყება ან მოსინჯოთ შესაძლებლობები მანამდე უცნობ სფეროში. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე საჯაროდ საუბარს, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.

ტყუპები –  საკმაოდ კარგი კვირაა 8 აპრილის გამოკლებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ძველი იდეების განხორციელებას და ახალი პროექტების დაწყებას, მთავარია, უარი არ თქვათ მეგობართა და კოლეგათა მხარდაჭერაზე, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან წინსვლასა და განვითარებაში. კარგი პერიოდია პირად და საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებისთვის, ძველთან დამშვიდობებისა და ახლის დასაწყებად. ნუ შეგეშინდებათ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა და საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა.

კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და ზედმეტად გადაღლა, რადგან მაინც ვერ შეძლებთ ყველა საქმის შესრულებას. კარგი პერიოდია მეგობართა წრის გადახედვისა და გადახალისებისთვის, რადგან ზოგიერთი მხოლოდ თვალთმაქცობს და სინამდვილეში მტერი უფროა, ვიდრე მოყვარე. მართალია, მიიღებთ მეტად სარფიან შეთავაზებებს, მაგრამ არ ღირს ყველას ბრმად ნდობა და  შეთავაზებების დაუფიქრებლად მიღება.  

ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა სიფრთხილისა და მეტი თავშეკავების გამოჩენა მოგიწევთ 8 აპრილს, როცა ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მთავარია, არ დაიზაროთ გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები.

ქალწული – საკმაოდ ქაოტური კვირაა, მით უფრო რომ დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე, ემოციების მართვაც ძალიან გაგიჭირდებათ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა, რადგან სირთულეების მიუხედავად, მაინც უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეგახსენონ თავი ძველმა ვალებმა და შეუსრულებელმა დაპირებებმა, რომელთაც ვეღარ გადადებთ მომავლისთვის. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საქმიანი ურთიერთობების გასაჯაროება, რადგან კონკურენტები, რომლებიც ჩასაფრებული არიან, მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი გეგმების ჩაშლას.

სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა სხვების მსგავსად თქვენც მოგიწევთ 8 აპრილს სიფრთხილისა და თავშეკავების გამოჩენა, მით უფრო, რომ თქვენს წარმატებას მეტწილად პარტნიორების დახმარება და ხელშეწყობა განსაზღვრავს. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში ან მოულოდნელად მიიღოთ მემკვიდრეობა.

მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე საქმის შესრულება და ახლობლების პრობლემების მოგვარება, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად გადაღლა. ეცადეთ სწორად გაანაწილოთ დრო და ენერგია, რათა ისე არ დაიტვირთოთ, რომ ვეღარ შეძლოთ მუშაობა. სირთულეების მიუხედავად, სწორედ ეს კვირა განსაზღვრავს თქვენს კარიერულ წარმატებას, ამიტომ ნაკლები იწუწუნეთ და მეტი იმუშავეთ.

მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, სხვების მსგავსად 8 აპრილს თქვენც მოგიწევთ გარკვეული სირთულეების დაძლევა, მაგრამ ერთიანობაში მაინც წარმატებული კვირა იქნება. კარგი პერიოდია შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და ახალ იდეებს, პროექტებს განხორციელებისთვის, მით უფრო, რომ იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გადაწყვიტოთ ძველი სასიყვარულო ურთიერთობის დასრულება და ახალი რომანის დაწყება. თუმცა არ ღირს რომანტიკულ თავგადასავლებში დაუფიქრებლად ჩაბმა, რათა არ მისცეთ პარტნიორს თქვენი სისუსტეებით სარგებლობის საშუალება.

თხის რქა – რთული და დისჰარმონიული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მეტი ტაქტისა და თავშეკავების გამოჩენა მოგიწევთ 8 აპრილს, რადგან წვრილმანებით გაღიზიანებულს გარშემომყოფების გაკრიტიკება მოგინდებათ, რაც არასასიამოვნო კონფლიქტის მიზეზი გახდება. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, უმჯობესია მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს და ყოფითი პრობლემების მოგვარებას. არაა გამორიცხული მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა და იმ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, რომელთა ყიდვას დიდი ხანია არიდებთ თავს.  

მერწყული – დინამიური, მეტად საინტერესო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისა და საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლისთვის. არაა გამორიცხული მოინდომოთ ბინის შეცვლა ან საზღვარგარეთ გამგზავრება. მართალია, მიხვდებით, რომ დიდი ხანია მოგბეზრდათ ერთსა და იმავე ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ მაინც არ ღირს მათ მიმართ სიხისტისა და უხეშობის გამოვლენა, უმჯობესია საერთოდ მოერიდოთ მათ, ვის გარემოშიც ვერ ახერხებთ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას. კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების მოწესრიგებისა და სასიყვარულო პარტნიორთან საკამათო საკითხების მოსაგვარებლად. 

თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ამ კვირაში თქვენი მთავარი საზრუნავი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება იქნება, მით უფრო, რომ დაუგეგმავად მოგიწევთ ხარჯის გაწევა. ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციას და არ გამოავლინოთ საკუთარი გაღიზიანება, უმჯობესია საერთოდ მოერიდოთ გარემოს, რომელიც დისკომფორტს გიქმნით.

გეომაგნიტური დღეები – 8, 9, 10 და 12 აპრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები