LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (15-21 თებერვალი)

36

გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რამდენად იღბლიანი იქნება ეს კვირა თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის.

 

ვერძი

ამ კვირაში საგრძნობლად მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა, მათ შორის კოლეგებთან, საქმიან და ბიზნესპარტნიორებთან, მაღალი იქნება გაუგებრობების და ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებების ტენდენციაც. თუ ხელმძღვანელი ხართ, შესაძლოა ურთიერთობა დაგეძაბოთ ქვეშევდომებთან, ამოტომ ეცადეთ კვირა ფრთხილად და წინდახედულად განვლოთ, გამოიჩინოთ მეტი ტაქტი და თავშეკავება. თუმცა, ამ პერიოდში დადებითი შანსებიც საკმაოდ ბევრი იქნება. გამოჩნდება ახალი პერსპექტივები საქმიანი კუთხით, ზოგიერთი თქვენგანი კი, ახალი ცოდნის მიღებას გადაწყვეტს. ნუ იზარმაცებთ, რადგან რაც უფრო მეტს იშრომებთ, მით უფრო წარმატებული იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

კურო

ამ კვირაში მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიტვირთებით და მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს, იმოქმედეთ პრინციპით ”შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. მიუხედავად ყველაფრისა, ამ კვირაში მაინც გექნებათ გარკვეული დადებითი შანსები საქმეებში, რასაც თქვენი საქმიანი პარტნიორებიც შეუწყობენ ხელს. ნუ გექნებათ დასვენების იმედი, პირიქით, ამ კვირაში განსაკუთრებული მუშაობა მოგიწევთ. კარგი კვირაა ქორწინებისთვის, პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

 

ტყუპები

სასიკეთოა კვირის პირველი ნახევარი, რადგან მაღალი იქნება წარმატების შანსი ყველა სფეროში. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ახალი პროექტების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, პარტნიორული ურთიერთგაგება, შეძლებთ კარიერულ წინსვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შედარებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, შემცირდება ურთიერთგაგება. ერთის მხრივ არ მოგინდებათ სხვებზე დამორჩილება, მეორეს მხრივ კი, ვერ შეძლებთ აუხსნათ პარტნიორებს, რა გსურთ, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდება. ამ პეიოდში მოერიდეთ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და პროექტების დაწყებას, რადგან ყველაფერმა ამან შესაძლოა პრობლემები, კონფლიქტები და უსიამოვნებები გამოიწვიოს.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შემცირდება თქვენი ენერგოტონუსი, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ და მეტი დაისვენოთ, მათ შორის ადამიანებთან ურთიერთობისგანაც. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და კონფლიქტებს, რომლებიც ამ კვირაში საგრძნობლად მაღალი იქნება როგორც სახლში, ისე სამსახურში. შესაძლოა მოგიწიოთ სამსახურეობრივი პოზიციის შეცვლა ან ახალი საქმის დაწყება. არ დაგავიწყდეთ ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს.

 

ლომი

სასიკეთოა კვირის პირველი ნახევარი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს აქტიურ მოქმედებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია კაპიტალდაბანდებისთვის და მსხვილი საყიდლებისთვის. არ დაგავიწყდეთ პარტნიორები, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა თქვენს წარმატებაში, რათა ეს შემდგომში არ გახდეს მათთან კონფრონტაციის მიზეზი. მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საქმეები კვირის პირველ ნახევარში, რადგან შედარებით რთული იქნება კვირის ბოლო, როცა ურთიერთობა დაგეძაბებათ პარტნიორებთან და თავს იჩენენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ქალწული

წინ კვირასთან შედარებით, ეს კვირა უფრო რთული იქნება. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები. ნაკლებად სტაბილური იქნება თქვენი ჯანმრთელობაც, რაც თავის მხრივ  შეგიქმნით გარკვეული პრობლემებს. შესაძლოა მოგიწიოთ პოზიციების დაცვა სახლში, სამსახურსა და ბიზნეს-პარტნიორებთან. ეცადეთ ეს პერიოდი ფრთხილად და წინდახედულად განვლოთ. კვირის ბოლოს კი, საგრძნობლად გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა.

 

სასწორი

ამ კვირაში სიტუაცია აშკარად სტაბილური იქნება. შეძლებთ გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა და მოძებნოთ სხვადასხვა ფინანსური წყაროები. ნაყოფიერი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიონალური განვითარებისთვის. შეძლებთ გარკვეული გავლენის მოხდენას მოვლენებზე და მათ მართვას, რაც ხელს შეუწყობს როგორც თქვენს პროფესიონალურ წარმატებას, ისე პირად ურთიერთობებს.

 

მორიელი

მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან ეს კვირა ერთ-ერთი ყველაზე რთულია ამ თვეში. ფარული მტრები და მოშურნეები ეცდებიან თქვენი ავტორიტეტის დაკნინებას, პრობლემებს შეგიქმნიან ბიზნესსა და კარიერაში, რაც თქვენი ნერვიულობის მიზეზი გახდება. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით თქვენივე გაუაზრებელი ქმედებების წყალობით, შემცირდება პოზიტიური შანსებიც, რომელთა შესანარჩუნებლად სერიოზული ბრძოლა მოგიწევთ.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში მეტი წინდახედულება გმართებთ. მოიმატებს თქვენი სულსწრაფობა, ამიტომ ეცადეთ არ აჩქარდეთ და დაფიქრებულად იმოქმედოთ. შესაძლოა გარკვეულმა სიტუაციებმა მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება გაიძულოთ, მოგიხდეთ ფუჭი ენერგიისა და ფინანსების დახარჯვა, რაც საბოლოო ჯამში აბსოლუტურად უშედეგო იქნება. გაუგებრობები და კონფლიქტები მოიმატებს პირად ურთიერთობებში, რაც გაიძულებთ მეტი დიპლომატიისა და თავშეკავების გამოჩენას. შედარებით სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, თავლშისაცემი იქნება პოზიტიური შანსებიც.

 

თხის რქა

საკმაოდ რთული კვირაა, რადგან შესაძლოა თავი იჩინონ მატერიალურმა პრობლემებმა, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ სხვა სახის პრობლემებს. მაქსიმალურად მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალდაბანდებას. თუ უცხოეთში აპირებთ გამგზავრებას, იყავით ყურადღებით, რადგან არასწორად გაფორმებულმა დოკუმენტებმა შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. არასტაბილური იქნება თქვენი ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობაც, ამიტომ ეცადეთ ეს კვირა ფრთხილად და წინდახედულად განვლოთ.

 

მერწყული

ამ კვირაში ჯერ კიდევ გექნებათ დადებითი შანსები. თუმცა, გაგიჭირდებათ გამოცდების ჩაბარება და თქვენი იდეების პროპაგანდა. თუ ჩათვლით, რომ ძველი საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობები ხელს გიშლიან განვითარებაში, საკუთარი აქტიური მოქმედებთ შეძლებთ მათთვის წერტილის დასმას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამ ურთიერთობებზე თქვენი ფინანსური მდგომარეობა იქნება დამოკიდებული. ერთიანობაში არც ისე ცუდი კვირა, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი მატერიალური და პროფესიონალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სტაბილური იქნება თქვენი ენერგოტონუსი და ემოციონალური მდგომარეობაც.

 

თევზები

ეს კვირა ყველაზე რთულია მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად და წინდახედულად განვლოთ. შესაძლოა თავი იჩინინ ძველმა პრობლემებმა, ვალებმა და შეუსრულებელმა დაპირებებმა. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლაზე. არასტაბილური იქნება თქვენი ემოციური მდგომარეობა და შეგექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნუ გადაიტვირთებით და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით.

 

გეომაგნიტური დღეები – 15, 16, 19 და 20 თებერვალი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები