LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (16-22 იანვარი)

52

მიხეილ ცაგარელის კვირის (16-22 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

ვერძი

წინა კვირისგან განსხვავებით, ეს კვირა შედარებით მშვიდია. მოიმატებს  სასიცოცხლო პოტენციალი, გაუმჯობესდება ჯანმრთელობა, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. გახდებით უფრო ენერგიული, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური. მოგეცემათ პოზიტიური შანსები ყველა სფეროში, შეძლებთ იდეების კონკრეტულ რეალიზაციას და პარტნიორებთან ურთიერთგაგების გამოძებნას. გააქტიურდით, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის ყველა დადებითი შესაძლებლობა.

 

კურო

მეტად პოზიტიური და სტაბილური კვირაა. მოიმატებს ენერგოტონუსი, ემოციონალური მდგომარეობა კი, სტაბილური იქნება. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კარიერულ წინსვლასა და ბიზნეს სფეროში წარმატების მიღწევას, კონსტრუქციული მოლაპარაკების გამართვას და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას.

 

ტყუპები

საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაგიადვილდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა. მარტივად შეძლებთ კომპრომისის მონახვას, როგორც სასიყვარულო ისე საქმიან პარტნიორებთან. გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მფარველობას გაგიწევენ და საკუთარი მდიდარი გამოცდილების წყალობით დაეხმარებიან თქვენს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას.

 

კირჩხიბი

ნაკლებად სტაბილური კვირაა. იძულებული იქნებით გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება და მოთმინება, რადგან არაა გამორიცხული პარტნიორებმა მოულოდნელად თქვან უარი თავდაპირველ მოლაპარაკებაზე ან რადიკალურად შეიცვალოს სიტუაცია სამსახურში. შესაძლოა გამოიცვალოს ხელმძღვანელობა ან თვითონ მოინდომოთ ახალი სამუშაოს მოძებნა. იმოქმედეთ ფრთხილად და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

 

ლომი

წინა კვირასთან განსხვავებით, ეს კვირა შედარებით მშვიდი და სტაბილურია. შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის და ორგანიზატორული მონაცემებეის გამოვლენას, საკამათო საკითხების მოგვარებას და სერიოზული სირთულეების გადალახვას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კარიერულ წინსვლას, საერთო ენის გამონახვას საქმიან პარტნიორებთან და ურთიერთგაგების პოვნას ახლობლებთან. გააქტიურდით და გამოიყენეთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი, რათა მაქსიმალურად შეძლოთ საკუთარი იდეების რეალიზაცია.

 

ქალწული

საკმაოდ მშვიდი კვირაა. მატულობს ენერგოტონუსი, ეტაპობრივად გაუმჯობესდება ჯანმრთელობა, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. ძლიერი და ავტორიტეტული ადამიანების დახმარებით შეძლებთ საკუთარი იდეების კონკრეტულ რეალიზაციას და კარიერულ წინსვლას, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარკვეული დივიდენტების მოპოვებას ბიზნეს სფეროში.

 

სასწორი

მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გარკვეული სირთულეები გექნებათ პარტნიორებთან ურთიერთობაში, მოგიწევთ შეხედულებების გადაფასება, საკუთარი წარმოდგენების გადაფასება და უკვე არსებული გეგმების კორექტირება. შეძლებთ საერთო ენის გამონახვას როგორც ოჯახის წევრებთან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან.

მხარდაჭერას მიიღებთ გარშემომყოფებისგან, გავლენიანი და ავტორიტეტული ნაცნობები კი, დაგეხმარებიან  სტაბილურობა შეინარჩუნოთ სამსახურში.

 

მორიელი

საკმაოდ პოზიტიური კვირაა. ეტაპობრივად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება თქვენი ემოციონალური მდგომარეობა, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. შეძლებთ მატერუალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა არაა გამორიცხული მოგიწიოთ გარკვეული თანხის გაცემა – ძველი ვალების გასტუმრება ან ჯარიმების გადახდა.

 

მშვილდოსანი

მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ საკუთარი იდეების რეალიზაციას, მატერიალური სტაბილურობის მოპოვებას და დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიებას, კარიერულ განვითარებას და ბიზნესსფეროში წარმატების მიღწევას. კარგი პერიოდია ხანმოკლე მოგზაურობისა და მივლინებისთვის. გააქტიურდით და მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.

 

თხის რქა

მზე ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ საკმაოდ სასიკეთო კვირაა. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სტაბილური. შეძლებთ ახალი და საინტერესო იდეების რეალიზაციას, საერთო ენის გამონახვას კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ნაცნობთა წრის გაფართოებას. არაა გამორიცხული გაიცნოთ მეტად არაორდინალური ადამიანები, შეიცვალოთ ბინა და გააუმჯობესოთ ცხოვრების პირობები. ერთიანობაში საკმაოდ სასიკეთო კვირაა, ასე რომ, გააქტიურდით და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა პოზიტიური შანსი.

 

მერწყული

წინა კვირასთან შედარებით საკმაოდ მშვიდი კვირაა. მატულობს ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც.  ეტაპობრივად გააუმჯობესებთ ურთიერთობას როგორც ახლობლებთან, ისე კოლეგებთან, შეძლებთ მიმდინარე პროცესების და საკუთარი ემოციების მართვას.

 

თევზები

საკმაოდ სტაბილური კვირაა. შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის წარმოჩენას, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას და მოლაპარაკებების გამართვას, საკუთარი იდეების თავმოყრას და მოქმედების სწორი გეგმის შემუშავებას, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. კარგი პერიოდია ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ამიტომ გააქტიურდით და მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შესაძლებლობა.

 

გეომაგნიტური დღეები – 16, 19, 20 და 21 იანვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები