LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ახალგაზრდა ამერიკელთა 76% მზადაა ჩინური ელექტროქარი იყიდოს

116
კვლევა ახალგაზრდა ამერიკელთა 76% მზადაა ჩინური ელექტროქარი იყიდოს

ახალგაზრდა ამერიკელთა 76% მზადაა, რომ ჩინური ელექტროქარი შეიძინოს. სააგენტო AutoPacific-მა სხვადასხვა ასაკის 800 ამერიკელი გამოჰკითხა და დაადგინა, რომ ჩინურ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ნეგატივი მათ უმრავლესობას არ აქვს. რესპონდენტთა ¾-ზე მეტი, რომელთა ასაკიც 18-დან 40 წლამდე იყო, ჩინური ელექტრომობილის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს, ხოლო 60 წელს გადაცილებული ამერიკელები ჩინეთიდან ჩამოტანილ მანქანებს ძალიან ნეგატიურად უყურებენ. ელექტრომობილები ჩინეთიდან აშშ-ში ოფიციალურად არ იყიდება და სიტუაცია დიდი ალბათობით არც უახლოეს მომავალში შეიცვლება, რამეთუ „ელემენტიან“ მოდელებზე გადასახადები თითქმის ოთხჯერ გაზარდეს. თუმცა, კვლევამ აჩვენა რომ ახალგაზრდა ამერიკელები ჩინურ ბრენდებში მშვენივრად ერკვევიან, მაგალითად, კარგად იცნობენ ისეთ მარკებს როგორიცაა BYD, Nio და LEapmotor.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები