ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი მანქანის არომატს სასიკვდილო დაავადების გამოწვევა შეუძლია. მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ჰიბრიდული ყველგანმავალი – ინტერიერში მრავალრიცხოვანი პლასტმასით, ხელოვნური ტყავით და ქსოვილის ელემენტით. ექსპერტთა შეფასებით, ასეთი მასალის კომბინაცია ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშ ნივთიერებას გამოიმუშავებს და კიბოს გამოწვევა შეუძლია.
მეცნიერები ახალ ყველგანმავალს 12 დღის განმავლობაში სწავლობდნენ. ექსპერიმენტის დროს ავტომობილი სხვა სატრანსპორტო საშუალებებისგან მოშორებით დააყენეს, რათა მათ გამონაბოლქვს კვლევისთვის ხელი არ შეეშალა. დაკვირვების განმავლობაში სალონში 20-მდე ქიმიური ნივთიერების გამოყოფა დაფიქსირდა. ამასთან, ზოგიერთის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალი იყო.
გარდა ონკოლოგიური დაავადებებისა, ამ ქიმიურ ნაერთებს თავბრუსხვევის, უჰაერობის და სისუსტის გამოწვევაც შეუძლია.