LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: მძღოლები უპილოტო ავტომობილებს ვერ ენდობიან

121
tesla

აშშ-ში მძღოლების ნახევარზე მეტი უპილოტო ავტომობილებს არ ენდობა. კვლევა ამერიკელ ავტომოყვარულთა ასოციაციამ ჩაატარა. ექსპერტთა ინფორმაციით, ავტონომიური ტრანსპორტი ძალიან ბევრ ადამიანს აშინებს. ამასთან, რესპონდენტთა მეოთხედი რობოტიზირებულ ტრანსპორტთან თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ამასთან, ავტომფლობელები უსაფრთხოების „ჭკვიანი“ სისტემების განვითარებასაც აღნიშნავენ.

მძღოლების ნეგატიურ დამოკიდებულებას მკვლევრები უპილოტო ავტომობილების მონაწილეობით რამდენიმე ხმაურიან ავარიას უკავშირებენ. მაგალითად, General Motors-ის კონცერნმა შეაჩერა თავისი დანაყოფის Cruise-ის მუშაობა, რომელიც ავტონომიური სისტემების განვითარებით იყო დაკავებული. მიზეზი არის ავარია, როდესაც კომპანიის უპილოტომ ქალი დააზარალა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ავტონომიურ მანქანებს მძღოლების 15% ენდობოდა, წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები