LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაციოს ფანებმა მსაჯს კაფე გაუნადგურეს

85

რომის „ლაციოს“ ფანებმა არბიტრ პიერო ჯაკომელიზე შური იძიეს, რომელიც სერია A-ს მე-16 ტურში „ლაციოსა“ და „ტორინოს“ შეხვედრას ემსახურებოდა. მატჩში მსაჯმა 45-ე წუთზე მოედნიდან გააძევა რომაელთა ფორვარდი ჩირო იმობილე, რის შემდეგაც, „ლაციომ“ სამი გოლი გაუშვა და 1:3 წააგო.

როგორც Gazzetta Dello Sport წერს, ლაციოს გულშემატკივრებმა გაარკვიეს, რომ ჯაკომელის ეკუთვნის კაფე, რის შემდეგაც, მათ ნეგატიური გამოხმაურებები დატოვეს ვებგვერდ TripAdvisor-ზე. ამ აქციის შემდეგ, მსაჯის კუთვნილი კაფის რეიტინგი ერთ ვარსკვლავამდე დაეცა.

„ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ, რომაული კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გამოაცხადა, რომ „ლაციო“ გუნდის იტალიის ჩემპიონატიდან მოხსნის ვარიანტს განიხილავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები