ცნობილმა ფოტოგრაფმა და დიზაინერმა ჟან-პოლ გუდმა Lacoste-ს ლოგოტიპი სპეციალური კოლექციისთვის გადააკეთა – ორი ფერის ნიანგი გააერთიანა და შედეგად საკმაოდ ორიგინალური – სალვადორ დალისა და ბავშვის ნახატის ერთგვარი შერწყმა მიიღო.
სამარკო პოლოსთან ერთად, ახალ კოლექციაში ბრენდმა ქურთუკი, ჩანთა და საფულე წარმოადგინა. კოლექცია შეზღუდული ტირაჟით ნოემბრის თვეში გამოჩნდება Lacoste-ს მაღაზიებში.