LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LaFerrari-ს მფლობელებს უფლება აქვთ სათამაშო სასურველ ფერში შეიძინონ

56

კომპანია Amalgam-მა, რომელიც ავტომობილების მაღალი ხარისხის მოდელებზეა სპეციალიზირებული, LaFerrari Aperta-ს სერიის გამოსვლა დაანონსა. ისევე, როგორც ნამდვილი ავტომობილის შემთხვევაში, ტირაჟი 209 ავტომობილით არის შეზღუდული. ამასთან, მხოლოდ იშვიათი ავტომობილების მფლობელებს აქვთ უფლება მათთვის სასურველ ფერში შეუკვეთონ სათამაშო მოდელი.

გარდა ამისა, LaFerrari-ს მფლობელებს შეუძლიათ სათამაშო ავტომობილი მრავალი სხვა პარამეტრითაც დააპროექტონ. სხვა დანარჩენ მსურველებს კი არჩევანის გაკეთება მხოლოდ ორ ფერში – წითელსა და შავში მოუწევთ. 1:8 მასშტაბის ავტომობილის ფასი უცნობია, თუმცა Amalgam-ის ნამუშევრები ათობით ათასი ღირს.

შეზღუდული სერიიდან ერთ-ერთი ეგზემპლარი მსხვილ თანხად გაიყიდება. თეთრ მოდელს სპეციალური დასადგამი მოყვება, რომელსაც სათამაშოს „დამალვა” კორპუსის შიგნით შეუძლია. დასადგამი სპეციალური განათებითაც არის აღჭურვილი.

Amalgam-ი უნიკალურ მოდელს ლონდონში RM Sotheby’s აუქციონზე გაყიდის და მისი ფასი 200 000 დოლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები