ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურისა და მერიის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა.
მიმდინარეობს თურქეთიდან ევროსტანდარტების შესაბამისი რკინა-ბეტონის 21 მეტრი სიგრძის კოჭების შემოტანა და მონტაჟი.
მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი, მუნიციპალიტეტის ორ დიდ სოფელს, ქალაქის ცენტრთან აკავშირებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი პრობლემა სრულიად გადაიჭრება.
150 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა ნოემბრის თვეში დასრულდება.