თუკი ზღაპარში დასვენებაზე უარს არ იტყოდით, მაშინ „ლამაზმანისა და ურჩხულის“ სასახლეს უნდა მიაკითხოთ.
მოგზაურთა პორტალი „Homeaway” ყველაზე მსურველს საშუალებას აძლევს, რომ შოტლანდიაში მდებარე Dun Castle-ში დაისვენოს. უნიკალური შესაძლებლობა დისნეის ახალი ფილმის „ლამაზმანისა და ურჩხულის“ გამოსვლის დამსახურებაა. მე-14 საუკუნეში აშენებული სასახლე 12,00ო ჰექტარ მიწაზეა გადაჭიმული და იქ შვებულების გატარება 15 ათასი დოლარი ღირს. შემოთავაზებული პაკეტი – 5 ღამის გათენებას, უგემრიელეს კერძებსა და საინტერესო გასართობებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ სასახლის სტუმარს ასევე საშუალება ექნება, იქ თავისი მეგობარიც დაპატიჟოს და დრო უფრო საინტერესოდ გაატაროს. მსურველთა აპლიკაციების მიღება 31 მარტს დასრულდება.
https://www.facebook.com/Cosmopolitan/videos/10155054058357708/