LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini ახალ URUS-ს უკან იწვევს, მიზეზი კაპოტია

117
Lamborghini ახალ URUS-ს უკან იწვევს, მიზეზი კაპოტია

Lamborghini უკან გამოიწვევს ახალ URUS-ს, რადგან ავტომობილს  მოძრაობის დროს კაპოტი ეხსნება. იტალიურმა ბრენდმა აღიარა, რომ ზოგიერთ კროსოვერზე დეფექტური სამაგრები დაამონტაჟეს. შედეგად, კაპოტსა და ბამპერს შორის წარმოიქმნება სივრცე და 151 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარების დროს, ორკარიანის კაპოტი შეიძლება გაიხსნას. როგორც მინიმუმ ერთი ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა: კომპანიამაც უკან გამოწვევა დააანონსა.

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ უკან გამოწვევის კამპანიის დაწყება უკვე დაადასტურა. დილერებს 21 ივნისიდან გააფრთხილებენ, ხოლო პრობლემური მანქანების მეპატრონეებს არაუგვიანეს 5 ივლისისა დაუკავშირდებიან. რისკ ჯგუფში 2133 კროსოვერია, მათ შორის Urus და URus Performante. იტალიური ბრენდი თითქმის დარწმუნებულია, რომ პრობლემური სამაგრები ავტომობილის მხოლოდ 2%-ში გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები