LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-ის ტრაქტორი 250 000 ევროდ

121

კომპანია Klima-Lounge Lamborghini-ის ოჯახის მხარდაჭერით, ესენში Techno Classica-ს გამოფენაზე განსაკუთრებულ ტრაქტორს, Centenario-ს წარმოადგენს. სიახლე საიუბილეო სუპერქარ Lamborghini Centenario-ს ერთგვარი გაგრძელება იქნება, რომელიც იტალიური მარკის დამაარსებლის ფერუჩო ლამბორგინის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა.

ტრაქტორის პროტოტიპის პრემიერას ფერუჩო ლამბორგინის ნათესავი ფაბიო ლამბორგინი დაესწრება, ის პრეზენტაციას თავად გამართავს და ავტოგრაფ-სესიას მოაწყობს.

Lamborghini პროტოტიპის გარდა კიდევ ხუთ ტრაქტორს გამოუშვებს და თითოეული 250 000 ევრო ეღირება, ორი მათგანი უკვე გაყიდულია.

Techno Classica-2017 ხუთიდან ცხრა აპრილამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები