LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-ის ყოფილი ხელმძღვანელი Bugatti-ის პრეზიდენტი გახდა

38

კომპანია Lamborghini-ის ყოფილი ხელმძღვანელი სტეფან ვინკელმანი, რომელიც ამჟამად Audi Sport-ს მეთვალყურეობს, Bugatti-ის პრეზიდენტი გახდება. ახალ თანამდებობაზე ის 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს მუშაობას.

ფრანგული ავტომწარმოებლის პრეზიდენტის ადგილზე ის ვოლფგანგ დიურჰაიმერს შეცვლის.

18 ოქტომბერს ვინკელმანი 53 წლის გახდა. საავტომობილო ინდუსტრიაში ის 1994 წლიდან მუშაობს. 2004 წლამდე Mercedes-Benz-ისა და Fiat-ის თანამშრომელი იყო, 2005 წლიდან კი Lamborghini-ის ხელმძღვანელად მუშაობდა, სადაც 2016 წლამდე აგრძელებდა თანამშრომლობას. ამის შემდეგ კი Audi Sport-ში გადავიდა.

ცნობილია, რომ დიურჰაიმერმა Bugatti-სა და Bentley-ის ხელმძღვანელობა საკუთარი სურვილით მიატოვა. ამასთან, ის ინარჩუნებს ადგილს კონცერნ Volkswagen-ში, ვოლფგანგ დურჰაიმერი Volkswagen Motorsport-ის სარბოლო განყოფილებაში მრჩევლად მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები