LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini იტალიის პოლიციას 2 ადამიანის გადარჩენაში დაეხმარა

141
lamborghini

2014 წელს იტალიის პოლიციაში სამსახურებრივი კუპე Lamborghini Huracan გამოჩნდა, 3 წლის შემდეგ კი საპატრულო ავტო პარკი კიდევ ერთი სუპერქარით შეივსო. ორივე მანქანა სამართალდამცავებს თავად იტალიელმა მწარმოებელმა უსახსოვრა და ამ გზით საგზაო უსაფრთხოების გაზრდაში თავისი წვლილი შეიტანა.

გარდა ამისა, სუპერქარების დახმარებით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც მოხერხდა, რამეთუ Huracan-ით პოლიციას დონორის ორგანოები გადააქვს.

პოლიციის სუპერქარი არამხოლოდ სპეც-სიგნალებითაა აღჭურვილი, არამედ სალონში სამედიცინო მოწყობილობაც აქვს. უფრო ზუსტად, Huracan-ში დამონტაჟებულია დეფიბრილატორი, წინა საბარგული კი მაცივრად გადაიქცევა და მისი დახმარებით ორგანოების გადატანაა შესაძლებელი.

2022 წელს 610 ძალის კუპემ ერთდროულად 2 დონორის თირკმელი გადაიტანა და ამისთვის ასობით კილომეტრი უმოკლეს დროში დაფარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები