LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ 2021 წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

53
lamborghini

2021 წელი ავტო სამყაროსთვის კრიზისული იყო, თუმცა არა ლუქს ბრენდებისთვის. რეკორდული გაყიდვები ჰქონდა Rolls-Royce-სა და Bentley-ს, ამჯერად კი თავისი მიღწევები გააზიარა Lamborghini-მაც. იტალიური ბრენდისთვის გასული წელი მთელს ისტორიაში საუკეთესო იყო, მან 8405 ავტომობილის რეალიზება მოასწრო, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით უკეთესი შედეგია. გაყიდვების სრული ლიდერი წინა წლის მსგავსად კროსოვერი Urus-ია.

URus-ზე გაყიდვების 59,74% მოდის, რაც 5021 ეგზემპლარია. ასე რომ იტალიური ბრენდის ხაზში urus კიდევ უფრო პოპულარულია, ვიდრე ყველგანმავალი Bentayga და Bentley.

პოპულარობის მეორე ადგილს სუპერქარი Huracan, 2886 გაყიდული ეგზემპლარით იკავებს, ხოლო aventador 2021 წელს მხოლოდ 798 მოდელი გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები