Lamborghini-მ გაყიდვების უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, ამ წლის პირველი კვარტალი ბრენდისთვის მთელს ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო. კომპანიამ სამი თვის განმავლობაში მსოფლიოში 2539 მოდელის რეალიზება შეძლო, ეს კი 2021 წელთან შედარებით 5%-ით მეტი და 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით უფრო მეტია. გაყიდვების მთავარი გმირი ამჯერადაც კროსოვერი Urus გახდა და რეალიზებული მანქანების ნახევარი მასზე მოდის.
თუკი 2022 წელი ბოლომდე ისევე წარმატებული იქნება როგორც მისი დასაწყისი, შესაძლოა Lamborghini-სთვის ნამდვილად რეკორდული იყოს. პოზიტიური დინამიკა კი ნამდვილად Urus-ის დამსახურებაა, რადგან გაყიდვების მკვეთრი მატება მისი გამოჩენიდან, ანუ 2017 წლიდან იწყება. წელსაც გაყიდული ავტომობილების 50% სუპერ კროსოვერებია, მეორე ნაწილი კი Aventador-მა და Huracan-მა გაინაწილეს.
მიუხედავად დეტალების გლობალური დეფიციტისა, Lamborghini ამ პრობლემასაც მომზადებული შეხვდა და საჭირო დეტალების ერთ წლიანი მარაგი აქვს. ასევე, 2023 წლიდან ბრენდისთვის ახალი ეპოქა დაიწყება, როცა V12-ის ძრავის ბაზაზე ახალი ჰიბრიდული კროსოვერის გაყიდვას დაიწყებს.