LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ სუნამოების კოლექცია წარადგინა

115
1428x1428

სუპერქარების მწარმოებელმა Lamborghini-მ პარფიუმერიულ სახლ Xerjoff-თან თანამშრომლობა დაიწყო და საკუთარი ბრენდის პირველი კოლექცია წარადგინა.

სადებიუტო სერია სამ განსხვავებულ არომატს მოიცავს, რომელთაგან თითოეული Lamborghini-ს ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას გამოხატავს:

Avanguardia („ავანგარდი“)
Fierezza („სიამაყე“)
Perseveranza („მტკიცე ხასიათი“).


სუნამოების ფასი 396-დან 444 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ახალი კოლექცია ავტომობილების სტილისტიკით არის შთაგონებული. Xerjoff-ის ფლაკონები იმავე ფერებშია შესრულებული, რომლებიც Lamborghini-ის სუპერქარების ძარაზე გამოიყენება, ხოლო წინა მხარეს  კომპანიის ემბლემაა მოთავსებული.

განსაკუთრებული დეტალია შეფუთვის შიგთავსიც – თითოეულ კომპლექტში მოთავსებულია ნატურალური ტყავის ფრაგმენტი, იგივე მასალა, რომლითაც Lamborghini-ის ავტომობილების ინტერიერი იფარება. ამგვარად, მფლობელი არა მხოლოდ სუნამოს, არამედ ბრენდის ავტომობილებთან დაკავშირებულ მცირე ფიზიკურ ელემენტსაც იღებს.

კომპანიის მიზანია, რომ Lamborghini-ის გამოცდილება მხოლოდ ავტომობილებით არ შემოიფარგლოს და ბრენდის სამყაროს ნაწილი გახდეს ფუფუნების სხვა პროდუქტებიც. მსგავსი სტრატეგია ბოლო წლებში არაერთმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა აირჩია, თუმცა Lamborghini-სა და Xerjoff-ის თანამშრომლობა ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ პროექტად მიიჩნევა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები