მომღერალმა ლარისა დოლინამ რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრები და პრესის წარმომადგენლები განაცვიფრა. მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ორეულთან ერთად არის წარმოდგენილი.
მომღერალი სოც-ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა. ახალ ფოტოს გულშემატკივრების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ლარისამ აღნიშნა, რომ ფოტო გადაღებული იყო ტელეშოუს ”ერთი ერთში” გადაღებაზე, სადაც მომღერლის განსახიერება ვადიმ კაზაჩენკომ შეძლო.
ფოტოს არაერთგვარი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლების ერთი ნაწილი ამბობდა, რომ ლარისა და მისი ორეული ტყუპებივით გავდნენ ერთმანეთს, მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ისინი საერთოდ არ გავდნენ ერთმანეთს… მესამე ნაწილმა კი იფიქრა, რომ მომღერალმა ფოტო საკუთარ ხანშიშესულ დასთან გადაიღო.